საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების სხდომები, რომელიც დღეისთვის უნდა გამართულიყო, არ ჩატარდება.
ბიუროს მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის გრაფიკის მიხედვით, პროექტი 15 ივლისს ოთხ ფრაქციას – „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფსა“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” უნდა განეხილა, თუმცა არსებული ინფორმაციით, არც ერთი ფრაქცია დღეს შეკრებას და ბიუჯეტზე მსჯელობას არ აპირებს.
ამავე გრაფიკით, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ხვალ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც საბიუჯეტო ცვლილებები სესიაზე გავა.