ხმაური, მტვერი და სატვირთო მანქანების მოძრაობა – ვითარება ბათუმის სამრეწველო ზონაში

216

ხმაური, მტვერი და სატვირთო მანქანების მოძრაობა – ეს არის პრობლემები, რომელიც ბათუმში,  შაინიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს აწუხებთ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

სამრეწველო ზონაში მყოფი მოქალაქეები ითხოვენ დამონტაჟდეს ფილტრები, რაც მათ სიახლოვეს მტვერს შეამცირებს. ავარიულ მდგომარეობაშია საცხოვრებლებიც, რის ერთ-ერთ მიზეზად სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ასახელებენ. თუ მათ მიერ ჩამოთვლილი და აღწერილი პრობლემები არ მოუგვარდებათ, მაშინ მოსახლეობა სხვაგან განსახლებას ითხოვს. როგორც აღმოჩნდა პრობლემები უცნობი იყო მერიისთვის, რადგან მოქალაქეებს ადგილობრივი თვიმთმმართველობისთვის არ მიუმართავთ, ბეტონის გადამამუშავებელ საწარმოში კი გვითხრეს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას ისინი საფრთხეს არ უქმნიან.