დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრა აკრძალულია, ამ რეგულაციის დაცვა არ ხდება, „ამიტომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება“. ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, გაიცა რეკომენდაცია, რომ ინფიცირებული ადამიანების იზოლაციისთვის სასტუმროებში შესაბამისი რაოდენობის ოთახები გამოიყოს, რათა „გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს“. „დღეს საბჭოზე განვიხილეთ აცრების კიდევ უფრო...
დეპუტატებმა „მეწარმეთა შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით 80 ხმით მიიღეს. კანონპროექტი კომპანიების პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ახლებურად აწესრიგებს. რეგულირდება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნების, რეორგანიზაციის, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხები, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, კონკურენციის, რეესტრის საჯაროობის საკითხები. „კანონპროექტით შემოდის მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალი, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის ცნება", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. კანონპროექტი კონკურენციის აკრძალვის საკითხს აწესრიგებს. კერძოდ,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი არ განიხილება. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება, როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოში...
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, რაც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია ერთი კანდიდატი ჰყავდეს სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ, ამას მაინც ვერ მოახერხებს, რადგან მისივე თქმით, გიორგი გახარია არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მიიზიდოს, არამედ, ოპოზიციურ ამომრჩეველზეც იმუშაოს. ამის შესახებ სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. სამნიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ჯერ კიდევ მსჯელობს წამოაყენებს თუ...
პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებათ. ამასთან, ასეთ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. ეს პარტიებია “გირჩი“ და “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. როგორც...
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, პარტნიორი დონორი ორგანიზაციის - გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან ერთად, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით აუცილებელია ცვლილებების განხორციელება და ამ მიმართულებით საბჭო მუშაობის დაწყებას გეგმავს. „დღესდღეობით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ადამიანების ძალიან ვიწრო წრეს ფარავს, მათ შორის, არ ფარავს მარტოხელა...
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ ინიცირებული „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევ პირებს შეეხება. აღნიშნული ინიციატივით, 2021 წლის 23 ივნისამდე, ვინც ჩაიდინა იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, პირბადის ტარების წესის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, იქნება ეს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირები, თუ - სისხლის სამართლის წესით უკვე აღძრული საქმეები, ყველა პირს...
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook“-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. „საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს უმნიშვნელოვანესი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში” ცვლილებები შედის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა, უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის და წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ ორი ახალი მიზნობრიობა ემატება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას...
„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით დღეს პორტალზე ადგილები ამოწურულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა არ არის ქვეყანაში და დოზები ამოწურულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ მან აღნიშნა, „ფაიზერის“ გაფართოებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის ადგილების გარკვეული გადაწყობა გახდა საჭირო და აქედან გამომდინარე, პორტალზე "ასტრაზენეკას" გამოჩენას, შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. "ისევ დაემატება 15 000 დოზა, ჩვენ დონაციით მივიღეთ „ასტრაზენეკას“ დოზა. ასევე...
31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე გადაითარგმნება, დაიბეჭდება ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე და დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ინფორმაციით, დასკვნა ასევე გაეგზავნება დასავლელ პარტნიორ ქვეყნებს. „ქართული ოცნების“ საგარეო გუნდი ე.წ. News Letter -ზე მუშაობს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროპარლამენტში, აშშ-ს სენატსა და კონგრესში გაიგზავნება. ანგარიში გაეგზავნება ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ პარლამენტის სხდომაზე. საგამოძიებო...
ბათუმის მერია ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის წინააღმდეგ დავაში, მორიგ ეტაპზე გადავიდა. ქალაქის თვითმმართველობამ საჩივრით ამჯერად, უზენაეს სასამართლოს მიმართა. მოპასუხე მხარე ფიქრობს, რომ მერია უბრალოდ პროცესს აჭიანურებს, რადგან ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ცვლილებების შანსი ფაქტობრივად არ არის. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისე ქუთაისის სააპელაციო ინსტანციამ დაადგინა, რომ მერიის უარი, უმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციული იყო. ჯერ კიდევ...
video
რა კეთდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით თელავის მუნიციპალიტეტში, ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. თელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ძირითადად გარეგანათების სისტემა კეთდება. სამუშაოები სოფლების ნაწილში უკვე დასრულებულია. პრობლემის მოგვარება მოსახლეობამ სახალხო კრებებზე ითხოვა. ამას გარდა, რამდენიმე სოფელში სხვა საჭირო საკითხებიც გადაიჭრება. 2021 წელს პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში 717 ათასი ლარი დაიხარჯება.
აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მონუმენტი სოფელ შინდისში 13 წლის შემდეგაც არ დადგმულა. ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის”წევრმა ბექა ქორჩილავამ გააკეთა. მისი განმარტებით, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დაპირდა, რომ მონუმენტი შინდისში წელს განთავსდებოდა, თუმცა, ქორჩილავას თქმით, ახლა უკვე პრემიერ მინისტრმა ეს დაპირება შეუსრულებელი დატოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “ერთი წლის წინ, მაშინდელი თავდაცვის და ახლანდელი პრემიერმინისტრი საჯაროდ დაპირდა მოსახლეობას და...
გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სასმელი წყლის სისტემები მოეწყობა. მერიამ ტენდერები გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 2 159 825 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სისტემები მოეწყობა ზერტში, სოფელ შინდისში ე.წ “ხარებაანთ უბანში”, დიცსა და შერთულში. დაინტერესებული კომპანიებისთვის გორის მერია წინადადებების მიღებას ტენდერებზე 12 აგვისტოდან იწყებს. სოფელ შერთულში არსებული წლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის მიხედვით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თითოეულ ოჯახს წყლის ინდივიდუალური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ