გამყრელიძე: ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს, განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დაწესებულია

718

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი არ განიხილება. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება, როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში 42 235 ტესტი ჩატარდა.