31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე გადაითარგმნება, დაიბეჭდება ორ – ქართულ და ინგლისურ ენებზე და დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ინფორმაციით, დასკვნა ასევე გაეგზავნება დასავლელ პარტნიორ ქვეყნებს.
„ქართული ოცნების“ საგარეო გუნდი ე.წ. News Letter -ზე მუშაობს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროპარლამენტში, აშშ-ს სენატსა და კონგრესში გაიგზავნება. ანგარიში გაეგზავნება ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ პარლამენტის სხდომაზე.
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ასეთია – 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.