დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქორწილებისა და ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. 5 ადამიანზე მეტის შეკრებისას პირბადის გამოყენების აუცილებლობა კი ისევ ძალაშია და მთავარ რეკომენდაციად რჩება.
გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 28 ივლისის 00:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 04:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. “საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის...
მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, კობახიძე აცხადებს, რომ სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება. „სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება. არსებითად სიებზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
video
თვითმმართველბის არჩევნები ორი ოქტომბრისთვის ჩაინიშნა. მანამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა, თუმცა, პარტიები, აჭარაში, გარდა იმისა, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას არ ჩქარობენ, თავს ამ დრომდე იკავებენ მერობის კანდიდატების დასახელებისგანაც. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. თვითმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები  დარჩა. ამ დრომდე, რეგიონში, არცერთ პარტიას მათ შორის „ქართულ ოცნებას“ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაუწყია. დედაქალაქისგან განსხვავებით,   არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება...
თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება, - ასეთ პროგნოზს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აკეთებს. მისივე თქმით, არც ერთ შემთხვევაში თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური არ იქნება, რადგან ისეთ კანდიდატის მონაწილეობას, ვინც პირველი ტურის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს, არ ელიან. „ამას წინასწარი კვლევები არჩვენებს, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩევნებში მელიას დაყენებას...
რუსთაველის გამზირზე, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილის დაიზანების გამო ასფალტი ჩაინგრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში, ადგილზე შესაბამის სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს. ცოტა ხნის აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრაქტორი ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულ პოლიციას ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილებების მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტყის დაცვისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერება სახელმწიფო უწყებებში. მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, დღესდღეობით, ტყის ფონდში კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას,...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის მუშაობას და მიღწეულ შედეგებს. მათი ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციაზე. როგორც რიკ დემსმა განაცხადა, შეთანხმების განხორციელებაში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და კახა კუჭავამ აღნიშნულ არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა გამოიწვია. "ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეებში მიმდინარე დინამიკას. პრაქტიკულად გაორმაგება ბოლო 2 კვირაში მოხდა ინფიცირების მაჩვენებლის. აქვე უნდა ავღნიშნო სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სიფრთხილე და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, ნებისმიერი სახის...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ეპარქიას თამარ მეფის N108-ში, 9 728 კვადრატული მეტრი, თითქმის ერთი ჰექტარი ფართობის მქონე ტერიტორია აღნაგობის უფლებით, 99 წლით გადასცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლეებს. “ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიმდინარე წლის 8 ივლისს, საფუძველი ჩაეყარა წმინდა სოფიოს, აღაპისა, პისტის და ელპიდის სახელობის დედათა თავშესაფრის მშენებლობას, რომელსაც უნგრეთის საელჩო აფინანსებს” , – განმარტავენ გორის მერიაში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე...
ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც „ლელოს“ ადგილია - ეს არის ალტერნატივა საზოგადოებისთვის, - ასე უპასუხა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც ჯაფარიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, საზოგადოებას არ სჭირდება ყველა ერთად, რაღაც ხელოვნურ ერთობაში. „საზოგადოებას ოპოზიციურ სპექტრში ფართო არჩევანი სჭირდება. საზოგადოებას ისეთი ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც შეუძლია ფართო სპექტრი შესთავაზოს. ყველანი ვართ განსხვავებული. დიდი შეცდომაა, როდესაც განსხავებულების...
პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი. საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის,...
იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს. როგორც ცნობილია, ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებას კორონავრიუსით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზრდილების იზოლაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზაცია დაევალათ. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც დამატებითი საიზოლაციო სივრცეების მობილიზაციისთვის დღეს გაიცა რეკომენდაცია. დავალება მიეცა ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებებს, რათა მათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლში იზოლირების საშუალება არ აქვთ, იზოლირებისა და მკურნალობისთვის სივრცეების მობილიზება მაქსიმალურად...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევაში და რომელი ვაქცინითაა შესაძლებელი ორსულების აცრა. როგორც იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით ორსულების „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა არ შეიძლება, „ფაიზერით“ კი ორსულების ვაქცინაცია ექიმთან კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი. „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე კლინიკური კვლევები არაა დამთავრებული. შესაბამისად, თუ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით უფრო მეტია ინფიცირებულთა ოდენობა, ვიდრე ეს იყო მაისში, ხოლო დღევანდელი მაჩვენებელი ნოემბრის თვის მაჩვენებლის 50-60%-ია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია მთლიანად მსოფლიოში არაერთგვაროვანია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ოდენობა მატულობს, ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. სამწუხაროდ, სიკვდილობის მაჩვენებელიც მომატებულია. საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. დღეს გვაქვს ახალი 3666 შემთხვევა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ