პრემიერი: ინფიცირების მაჩვენებლის გაორმაგება აქციების შედეგია

354

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა გამოიწვია.

“ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეებში მიმდინარე დინამიკას. პრაქტიკულად გაორმაგება ბოლო 2 კვირაში მოხდა ინფიცირების მაჩვენებლის. აქვე უნდა ავღნიშნო სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის.

მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სიფრთხილე და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, ნებისმიერი სახის შეკრებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.