ვინ იქნება ბათუმის მერობის კანდიდატი

595

თვითმმართველბის არჩევნები ორი ოქტომბრისთვის ჩაინიშნა. მანამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა, თუმცა, პარტიები, აჭარაში, გარდა იმისა, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას არ ჩქარობენ, თავს ამ დრომდე იკავებენ მერობის კანდიდატების დასახელებისგანაც. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

თვითმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები  დარჩა. ამ დრომდე, რეგიონში, არცერთ პარტიას მათ შორის „ქართულ ოცნებას“ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაუწყია. დედაქალაქისგან განსხვავებით,   არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება მმართველი გუნდიდან, ბათუმის მერობის კანდიდატი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გვარწმუნებს, რომ ექვსივე მუნიციპალიტეტში კომპეტენური კადრი შეირჩევა. მათი ვინაობა რამდენიმე  დღეში გახდება ცნობილი. რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება, ახლანდელი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, კანდიდატად წარდგენა? თორნიკე რიჟვაძე ასე გვპასუხობს-

თავად არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ჯერ მმართველ გუნდში საბოლოო ვერსიები არ აქვთ და მერობის კანდიდატების შესარჩევად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საკუთარი კანდიდატის წარდგენის დასაშვებობას არჩილ ჩიქოვანი არ უარყოფს. იგი უკვე ერთ წელზე მეტია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებს და  ქალაქისთვის სასიკეთო საქმეებად,  ჯერი კიდევ დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასახელებს.

საკუთარი მერობის კანდიდატები ამ დრომდე არ დაუსახელებიათ ხელისუფლების ოპონენტ პარტიებშიც. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობენ. მათი მთავარი ამოცანა  მართველი გუნდისთვის,  ხმების იმ რაოდენობის წართმევაა, რომელიც ოცნებას 43% ის აღების შანსს დაუკარგავს. მათი მოლოდინით, თუ კი პროცესები  გეგმის მიხედვით წარიმართება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება.

ნაციონალური მოძრაობა, მოსახლეობას სხვა პარტიების მსგავსად,  დემოკრატიულ არჩევნებს პირდება. ამბობენ, რომ კანდიდატებზე, დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად  შეჯერდებიან.  ხელისუფლების ოპონენტების რიგებში, გიორგი გახარიას გუნდს  არ მოიაზრებენ, შესაბამისად მათთან გადაკვეთას არ აპირებენ. გიორგი კირთაძის თქმით, ოპოზიციური ფლანგის მთავარი მიზანი. „ქართული ოცნების“ საბოლოოდ  დასრულებაა.

ვინ იქნება, ბათუმის მერობის კანდიდატი, ექსპრემიერის გუნდიდან?  პარტიაში კომენტარი არ გააკეთეს. თვითმართველობის არჩევნებამდე კი, სულ რაღაც ორი თვე დარჩა.