წინა სტატია
შემდეგი სტატია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა. გახარიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატები, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და თბილისის სიის წევრები წარადგინა.
თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები არიან:
1. ლევან დოლიძე
2. ზაზა თავაძე
3. სალომე კობალაძე
4. გიორგი შარაშიძე
5. დავით ფარცვანია
6. თამარ (ტატა) ხვედელიანი
7. ეკატერინე ვეფხვაძე
8. მალხაზ მჭედლიშვილი
9. საბა ჯიქიძე
10. გიორგი სოსელია
11. თიკო თვალაძე
12. გიორგი...
შემდეგი სტატია
ექსპრემიერი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.
"მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური...
სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ, თუ ჩამოვცდებით 2000-ს, შესაძლებელია თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის და კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე უნდა გააქტიურდეს „პისიარ“ ტესტირება და ვაქცინაციის პროცესი.
„სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს მაინც, რაც ჩვენთვის პიკი იყო გასული ტალღის პერიოდში, აპრილ-მაისში,...
წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, კომპანიამ ქალაქ ოზურგეთში წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო.
ამ პროექტის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე 1 კმ-იანი ახალი მაგისტრალი მოეწყობა. ასევე, დაიწყება დამენიას ქუჩის წყლით უზრუნველყოფისთვის საჭირო სამუშაოები.
ფახულანი არის ადგილი და აქ მცხოვრები თითოეული ადამიანი არის ის, ვინც პირველად გადაკვეთს ამ გამყოფ ხაზს, პირველები დაამყარებენ ხაზს იქით მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებთან. მიზანი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსის ჯარი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და გავაერთიანოთ ეს ქვეყანა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, თამარ ბელქანია წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მიზნის მისაღწევად საჭიროა განათლება და...
ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატუმბი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება. სანიაღვრე სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად.
„სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება. სანიაღვრე წყლების ზღვაში...
სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებასა და ვარკეთილში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად დაათვალიერა.
ლილოს დასახლებაში, კერძოდ, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მშენებარე ბაღი 12-ჯგუფიანი იქნება. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და დააკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს. გარდა ამისა, აღნიშნულ ბაღში 100-მდე...
2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიან და ეთიკურ გარემოში ჩატარების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და 24-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. ხელს შეუწყობენ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ...
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალ თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატების სიას წარადგენს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაცია 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ 30 აგვისტოს წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ გაარღვიოს და ქვეყნის წინსვლისთვის იბრძოლოს.
ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ წარადგინა.
გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს წინა საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
უგულავას თქმით სიის ფორმირებისას აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდა.
„ცოტა სასაცილო და სამარცხვინოც არის „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მხრიდან წვრილმანი ბარიერების და პრობლემების...
„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა თანაპარტიელებთან ერთად, თბილისის მერიასთან აქცია გამართა.
მათ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის გამოსახატად მერიის შენობაში გადაინაცვლეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ შენობა დაატოვებინეს.
აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი ვიცე-მერობის კანდიდატი მამუკა ჯუღელი დააკავა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს შენობა უკანონოდ დაატოვებინეს და თანაპარტიელი იმის გამო დააკავეს, რომ პოლიციელს „მონა“...
პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კონკრეტული ტექნიკური საკითხების გათვალისწინება მოუწევთ.
შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია.
კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური დრო წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ ხუთ პროცენტს.
არსებული კანონმდებლობით, ეს დღეს 10 პროცენტია. ამასთან, ცვლილებებით, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული,...
წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში ფარავს 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
რეფორმირებული კანონმდებლობის შესაბამისად, 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს ახალი თავმჯდომარე და 2 პროფესიული წევრი ახალი წესებითა და პროცედურით შეირჩნენ....
"გირჩი მეტი-თავისუფლების" ლიდერები, ზურა ჯაფარიძე, ცოტნე კობერიძე და ტორესა მოსი, თბილისის დედაქალაქში მოქალაქეებს მინი ვენით უსასყიდლოდ ემსახურებიან.
ამ ფორმით პარტიის წევრები, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ.
როგორც პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, ისინი მოქალაქეებს მთელი ქალაქის მასშტაბით ემსახურებიან. აქცია-პერფორმანსი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
წინა სტატია
ლეიბორისტული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, პარტიას არათუ საარჩევნო ბილბორდების, არამედ გადაადგილების საშუალებაც კი არ აქვს. ასე ეხმაურება ის მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ბილბორდებს სპეციალურად არ იყენებს. ამის შესახებ on.ge წერს.
"ლეიბორისტულ პარტიას კონკრეტულად არ აქვს იმის საშუალება, რადგანაც ხელისუფლებამ ის დასაჯა, წაართვა ყველა პრივილეგია, იმიტომ, რომ ჩვენ არ შევედით პარლამენტში. არათუ ბილბორდის, არამედ გადაადგილების...
წინა სტატია
პოლიტიკოს გიგი უგულავას ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მისცეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე", - დაწერა უგულავამ.
გუშინ, 31 აგვისტოს უგულავამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს. კერძოდ, ცნობა არ გასცა შსს-ს მომსახურების სააგენტომ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































