პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კონკრეტული ტექნიკური საკითხების გათვალისწინება მოუწევთ

692

პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კონკრეტული ტექნიკური საკითხების გათვალისწინება მოუწევთ.

შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია.

კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური დრო წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ ხუთ პროცენტს.

არსებული კანონმდებლობით, ეს დღეს 10 პროცენტია. ამასთან, ცვლილებებით, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ მისი დასრულებისას არანაკლებ ბოლო ერთი წამის განმავლობაში ნაჩვენები იყოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი იმდაგვარად, რომ სახელწოდებისა და ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის 25 პროცენტს. დღეს ეს ნორმა 50 პროცენტია.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებელი შესაბამის პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამას არ განათავსებს.