ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ რაჭის რეგიონის მიმართულებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა 3 ათასზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტში; ეს არის რეალურად ის ხელშესახები პროექტები, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ - გზების მშენებლობა, მოწესრიგებულია თითქმის ყველა გზა, დავაგეთ გზები, რომლებიც მათ შორის კომუნისტების დროსაც კი არ იყო დაგებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის...
დებატები რა პრობლემაა?! რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს - ძალიან კარგია ბატონ გახარიას თუ აქვს ეს სურვილი, მივესალმები, ბატონმა კალაძემ უნდა თქვას, რომ მაგარი ბიჭია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ფოთში, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ნიკა მელიასა და კახა კალაძეს დებატებში იწვევს. მისივე თქმით, დებატებისგან არავინ არასდროს არ გაიქცევა. „დებატებისგან არავინ არასდროს არ გაიქცევა. მე...
„ქართული ოცნება“ სპეციფიკური პარტიაა და არასოდეს იცი, ზუსტად რას იზამს, მიუხედავად იმისა, თუ რა აქვს წინა დღეს ნათქვამი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა და ისაუბრა, თუ რა მოლოდინი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება შთავაზებული, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. „ველოდები, რომ ორპროცენტიან სარჩევნო ბარიერს პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. თუ სამპროცენტიანი საარჩევნო...
როგორც კი ჩვენ მოგვცემენ შესაძლებლობას და გვეტყვიან, რომ დღეს არის ტრანსპორტის გახსნის შესაძლებლობა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტვის მთავარი მიზანი მობილობის შემცირებაა. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიღებული არის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან და როგორც კი ჩვენ მოგვცემენ შესაძლებლობას და გვეტყვიან, რომ დღეს არის ტრანსპორტის გახსნის შესაძლებლობა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რატომ...
საკონსტიტუციო ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საარჩევნო ბარიერი, ეს უნდა იყოს დაბალი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, საარცევნო ბარიერი ორ პროცენტზე მეტი თუ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. „ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, რათა პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და მოსახლეობის განწყობები ადეკვატურად ასახული პარლამენტის შემადგებლობაში. თუ „ქართულ ოცნება“ ორ პროცენტზე მეტს შემოიტანს, მხარს...
საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. შაქარიშვილი გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ მისამართზე, ისევე როგორც მთელ სოფელ დიღომში, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. “2007 წლიდან სოფელი დიღომი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშია და სამწუხაროდ, დღემდე მოუწესრიგებელია გზები. ფაქტიბრივად, არ არსებობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები”, - აღნიშნავს შაქარიშვილი. დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად სოფელი დიღმის მიზნიბრივი...
ჩვენ ვგეგმავთ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად. დაახლოებით 1000-ზე მეტი საწარმო დაფინანსდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში და შეიქმნება მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროგრამები და პროექტები გადანაწილდება ყველა რეგიონის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით, ისე რომ არ...
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგი ხოჯევანიშვილმა და კასპის მუნიციპალიტიტეტის მერობის კანდიდატმა გიორგი ბესტავაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტია „საქართველოსთვის” სიის წარმომადგენლები არიან: თამარ შარიფაშვილი, ილია მაჭარაშვილი, თორნიკე ქობულაშვილი, თათია ბროლაძე, ოთარ ჭეიშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, გიული ჭიხინაშვილი, თემურ ხიზანიშვილი, რაფშან ისაბალოღლი, ხათუნა რიჟამაძე. პარტია „საქართველოსთვის“ კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის...
ლაილაშში სკოლა ავაშენეთ, რომელსაც 800 000 ლარი მოხმარდა და მას ლაბორატორია, კვების ბლოკი, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებიც აქვს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ცაგერში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის გიორგი ნემსაძის წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის, ასევე საირმის და ცაგერის სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ,...
მინდა, გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობით თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ - 7 ღირსეული გამარჯვება და ახლა ვემზადებით, რომ 2 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ მე-8 გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და საკმაოდ...
რაჭა, ეს არის ადგილი, სადაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასახელების ღვინო - ხვანჭკარა იწარმოება - რაჭა თავის სიტყვას იტყვის და მსოფლიო რუკაზე იქნება გამორჩეული ადგილი ღვინის ტურიზმის კუთხით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენაზე. მისი თქმით, არ შეიძლება არ გაიხსენოს ის რეალობა, რომელიც 2012 წელს დახვდათ. "გვახსოვს, რამდენად რთული, პრობლემური იყო, მეღვინეობის...
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აფასებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში - ზუგდიდის საკრებულო) 2020 წელს გაწეულ საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ- გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობა 2020 წელსაც შეაფასა, რომლის საანგარიშო პერიოდი მოიცავდა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს. ძირითადი მიგნებები საანგარიშო პერიოდში...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება. “საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის...
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ზემო სვანეთში მესტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან მესტიის მერობის კანდიდატი მალხაზ უდესიანი იქნება. „პარტიამ „საქართველოსთვის“ მესტიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა: 1. გიორგი გვარლიანი - მესტია; 2. ვიკა ფილფანი - ლენჯერის თემი; 3. ნანა მუშკუდიანი - ლახამულა, ხაიში, იდლიანის თემი; 4. რამაზ გერლიანი - ეცერი, ცხუმარის თემი; 5. ზურა დევდარიანი - მულახის თემი; 6. მირანდა აფრასიძე - ბეჩოს თემი; 7. ლერი ნარსავიძე -...
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთში, ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა. პარტიის ინფორმაციით, ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - მათე ზოსიაშვილი; უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - მაკა ბერაია; საფიჩხია, კახიანოურის და მუხნარის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - თამუნა ნიკოლეიშვილი; სულხან საბასა და ვაკისუბნის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიორგი სილაგაძე; ნიკეა-ძელქვიანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - ედიშერ მიქაბერიძე; ავტოქარხნის...
პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც, პროექტი 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ