„ქართული ოცნება“ სპეციფიკური პარტიაა და არასოდეს იცი, ზუსტად რას იზამს, მიუხედავად იმისა, თუ რა აქვს წინა დღეს ნათქვამი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა და ისაუბრა, თუ რა მოლოდინი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება შთავაზებული, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
„ველოდები, რომ ორპროცენტიან სარჩევნო ბარიერს პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება შემოთავაზებული, მხარს არ დავუჭერ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებებით, მცირდება საარჩევნო ბარიერი, იცვლება ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენერალური პროკურორის არჩევის წესი. ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა ხვალ იგეგმება. პროექტის მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება