ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე ადგილზე გაეცნენ.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
იძულებით გადაადგილებული...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ირაკლი ზარქუას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა წარუდგინა კოლეგებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარდგენილი კანდიდატი ახლახან შეუერთდა კომიტეტს, თუმცა ის აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონების განვითარების მიმართულებით. სოზარ სუბარმა ისაუბრა მისი განვლილი საქმიანობის შესახებ და ასევე აღნიშნა, რომ ის ახლახან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა.
კომიტეტმა მოუსმინა ირაკლი ზარქუას,...
გიორგი გახარიამ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.
კანდიდატების წარდგენისას გახარიამ აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრებზე პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება.
„ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებს ვსახავთ, პარალელურად კი, ლაგოდეხიდან აქ მომავალი ბიჭი, თელავში გზაზე გააჩერეს და 2 საათია ტელეფონით ვერ გვიპოვია. პირდაპირი ზეწოლაა, ზუსტად ისეთი, როგორიც 2011-2012 წლებში იყო. ხაშურში მერობის კანდიდატზე, ბიზნესმენზე პირდაპირი მუქარაა მის...
გიორგი გახარიამ ყვარლის მერობის კანდიდატი გიორგი გიგილოშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინდა
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კახეთში, ყვარლის მერობის კანდიდატი გიორგი გიგილოშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინდა.
მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
1. ლაშა ალადოშვილი - სიის პირველი ნომერი და გავაზი, სანავარდო, კუჭატანი, წიწკანაანთსერის მაჟორიტარობის კანდიდატი 2. გიორგი კობიაშვილი - ყვარელი (ზედა უბანი)
3. თამარ დენტოშვილი - ყვარელი (ქვედა უბანი)
4. დავით კილასონია - ჭიკაანი, ზინობიანი
5. პეტრე ყრუაშვილი - მთისძირი, ბალღოჯიანი
6. ვანო ელოშვილი - შილდა
7. რატი ტურაშვილი - საბუე, ალმატი
8....
საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, - აღნიშნა მინისტრმა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის - მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპარკე კულტურის განვითარების მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.
„აღნიშნული სკვერი მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციის შემდეგ კი სრულად მოწესრიგდა. 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა რეაბილიტაციის სამუშაოები. პარკში საბავშვო...
სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 10 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებების მიღებას ვიწყებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, გასულ წლებში ამ პროგრამაზე მოთხოვნა მაღალი იყო და ჯამში 5000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. „2021 წელს კი პროგრამაში ცვლილებები შევიტანეთ და გავაფართოეთ. ცვლილებების შედეგად,...
დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაბრუნებულ, 1 ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისელებისთვის ცნობილია მისი დამოკიდებულება რეკრეაციული სივრცეების შექმნის მიმართ და იციან, რომ ეს მიდგომა მისი მერობის პერიოდში უცვლელად შენარჩუნდება.
„ამჯერად მინდა გაგიზიაროთ განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი დიდ დიღმელებისთვის. ამ უბნის მოსახლეობა რამდენიმე...
თბილისის მერია დღეს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობა იმსჯელებს გლდანის, კრწანისის, სამგორის, და ვაკის რაიონებში მცხოვრები 12 ოჯახისთვის საკუთრების დაკანონების საკითხზე. საუბარია საცხოვრებელ ფართებზე, სადაც ეს ოჯახები წლებია ცხოვრობენ. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ.
რაც შეეხება უკვე გადაცემულ ქონებას. კიდევ...
ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი პლატფორმის მეშვეობით ადამიანის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.
„კერძოდ, კოვიდსაშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდსტატუსის შემოწმებას შეძლებენ. ახალი პლატფორმის დანერგვის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა განაცხადა. ბექა ფერაძის განმარტებით, ბიზნესოპერატორები სტუმრის დასაშვებად სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ, განისაზღვრება მწვანე ზონები...
გუშინ თბილისელებს მე წარვუდგინე ჩემი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ამის უკან ბევრი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დგას. ამის უკან დგას „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ კონცეფცია, ძლიერი საფუძველი, რომელიც შეიქმნა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ნებისმიერი მიმართულება შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად, გამწვანება,...
გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ კასპის საკრებულოს პროპორციული სიის მეხუთე ნომერმა, ოთარ ჭეიშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, ჭეიშვილმა კასპის საოლქო საარჩევნო კომისიას მისი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნის თხოვნით მიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული პუნქტები შესრულებული აქვს, მათ შორის, მაკროფინანსური ტრანშის მიღების ნაწილში. ამის შესახებ კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, რადგან სესხს ჰქონდა მკაფიო მიზნობრიობა, ის COVID-19-ს უკავშირდებოდა და არ ექნებოდა პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი, პრიორიტეტული არ იყო ამ სესხის აღება.
„რაც ეწერა მიშელის დოკუმენტში, რაც ეწერა ე.წ. მაკროფინანსური დახმარების - ანუ...
მას შემდეგ, რაც კახა კალაძის წინააღმდეგ გახარიამ კანდიდატურა დააყენა, გახარიას გუნდს მათი პარტიის წევრები განსაკუთრებით ტოვებენ. ასეთი ნიშნები მანამდეც იყო, მაგრამ დღეს ტოვებენ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მოტყუებული დარჩნენ, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრემიერის გუნდს „მოტყუებული ადამიანები“ ტოვებენ.
„მათ პირისპირ შეხვედრების დროს ატყუებდნენ, რომ ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პროექტი, ერთნი ვართ და...
79 მომხრე, 15 წინააღმდეგით, პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი, 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა.
კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ. პირი, ვის მიმართაც...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი გახსნა.
კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ოფისში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და ქალაქის განვითარებაზე იმსჯელონ. ასევე, დააფიქსირონ საკუთარი იდეები და ინიციატივები.
„ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მიხარია, რომ გვექნება სივრცე, სადაც იქნება შესაძლებლობა, ქალაქთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო თემაზე, იდეაზე ვიმსჯელოთ. ყველაზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































