მდინარაძე: გახარიას პარტიას მოტყუებული ადამიანები ტოვებენ

669

მას შემდეგ, რაც კახა კალაძის წინააღმდეგ გახარიამ კანდიდატურა დააყენა, გახარიას გუნდს მათი პარტიის წევრები განსაკუთრებით ტოვებენ. ასეთი ნიშნები მანამდეც იყო, მაგრამ დღეს ტოვებენ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მოტყუებული დარჩნენ, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრემიერის გუნდს „მოტყუებული ადამიანები“ ტოვებენ.

„მათ პირისპირ შეხვედრების დროს ატყუებდნენ, რომ ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პროექტი, ერთნი ვართ და რა მნიშვნელობა აქვს, „ქართულ ოცნებას“ დაუჭერ მხარს, თუ გახარიასო. როდესაც კალაძის წინააღმდეგ გახარიამ კანდიდატურა დააყენა, ეს წყალგამყოფი იყო, ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია და ტყუილი. სიმართლე ერთია, გახარიას პარტიას მოტყუებული ადამიანები ტოვებენ. ერთადერთი ვერსიაა, რომ მათ თქვან, ვიღაცამ დააშინაო. არადა დაშინების არც ერთი ფაქტი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.