პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის აქტი მიიღო

327

79 მომხრე, 15 წინააღმდეგით, პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი, 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა.

კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.