რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტაბილური წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, ორივე პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო. „აღნიშნული პროექტების ფარგლებში, როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების კუთხით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი ახალი ჭაბურღილის, სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 420 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს განასახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბინების გადაცემის შემდეგ, წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება. „დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის...
„ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ მარტვილში, ჩხოროწყუსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ცნობით, მარტვილში ვედიკარის, მუხურჩასა და ონოღიას „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალიოშა ჭიჭინავა იქნება. როგორც ლევან სამუშიამ განაცხადა, 2 ოქტომბერს საეტაპო არჩევნებია და მოსახლეობის აქტიურობა არის გადამწყვეტი. „ყველამ უნდა გადავდგათ ქვეყნისთვის საკეთილდღეო ნაბიჯი და ორ ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე. „ლელოს" აქვს ხედვა და კონკრეტული გეგმა, რომელიც განავითარებს ქვეყანაში ყველა მიმართულებას,...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანში მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზა სათავეს იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარიდან და მიყვება მდინარე ნარეკვავის ხეობის ზედა ნაწილს გრემისხევის თემის დასახლებულ პუნქტებამდე. „გზა ემსახურება გრემისხევის თემის 11 სოფლის მოსახლეობას, ადგილობრივ სახნავ-სათესებს და სატყეო მეურნეობას. გასულ საუკუნეში გრემისხევის თემი საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი დასახლება იყო. დღეისათვის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე აღნიშნა, რომ გორი არის კარგი მაგალითის მიმცემი მთელი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური, ახალი, მაღალი პროდუქტიულობის ბაღები გაშენდეს მეხილეობის სხვადასხვა - ვაშლის, მსხლის, ბლის, კაკლოვანი მიმართულებით და ყველაზე მეტი კომპეტენციაც სწორედ გორში მცხოვრებ ფერმერებს გააჩნიათ. ლევან დავითაშვილმა სარწყავი ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი...
ქარელი გამოირჩევა მაღალი ღირებულების კულტურების წარმოებით. აქ არის მეხილეობის დიდი ტრადიციები, ტრადიციები ბოსტნეული კულტურების წარმოების და არის იმგვარი წარმოება, როგორიც მთელ ქვეყანაში გვინდა იყოს. ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები, სადაც წყლის რესურსების მაქსიმალურად მოფრთხილება, მიზნობრივად გამოყენება ხდება და, საბოლოოდ, მეტი შედეგის მიღება პროდუქტიულობის ზრდის პირობებში, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნება" ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საირიგაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარელის მუნციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. „ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდროდ იმისთვის, რომ განისაზღვროს სად უფრო პრიორიტეტულია პროექტის განხორციელება და თქვენთან ერთად, თქვენი გადაწყვეტილებით შევარჩიოთ ის პროექტები, რომლებსაც მომავალი წლის განმავლობაში განვახორციელებთ. უკვე...
მინდა სიხარულითა და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული ოჯახი, ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „ცენტრ პოინტთან“ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. მემორანდუმი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის საკრებულოში გაფორმდა. „ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი...
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ვაკის რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს. მერობის კანდიდატმა მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბაგების დასახლებას ესაჭიროება რეკრეაციული სივრცეები და არსებული მდგომარეობის მოწესრიგდება. „ბაგებში რთული მდგომარეობაა ნამდვილად, როგორც ფეხით, ისე ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია. ტროტუარები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვის გასეირნებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ამიტომ, ეს ყველაფერი აუცილებლად მოწესრიგდება. ფეხით მოსიარულეებთან დაკავშირებით იცით ჩვენი...
წინა სტატია რატომ ვლაპარაკობთ კიდევ წარსულზე?! იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის გამოწვევები ქვეყანაში, ჯერ კიდევ ეს ძალა პრობლემას უქმნის ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდეს და სტაბილურობას, სიწყნარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა. სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა. „ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი...
თბილისის მერობის ენმ-ის კანდიდატი, ნიკა მელია პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება. "პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ მე და ჩემი გუნდი, მე და ჩემი მეგობრები, პარტნიორი პარტიები გავაკეთებთ, გპირდებით, რომ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებული ჟანდარმერიის გაუქმება. ეს უდაოა, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, მიუხედავად მისი სახელისა, კუდი იქნება, სუსი, კუდი თუ ჯანდაბა,...
"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა" აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ვაშაძემ ბათუმის მაჟორიტარად ბექა დიასამიძე დაასახელა "მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი აჭარის გუნდი, რომელიც „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით იყრის კენჭს აჭარაში. პირობას გაძლევთ, რომ ეენი არიან თავისი ქალაქების, რაიონების მოყვარული ადამიანები, პატრიოტები, პროფესიონალები, რომლებსაც გულით სურთ,რომ შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარების პროცესში. ბექა დიასამიძე- სამართალმცოდნე, პოლიტოლოგიისა და საჯარო მმართველობის მაგისტრი, „სტრატეგია აღმაშენებლის" აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი,...
ჩვენ წელს გორის 10 სოფელში დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 14 000 მოსახლეს მიეწოდება წყალი 24 საათის განმავლობაში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს გორის ყველა მცხოვრები ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. „გორში 48 143 ბენეფიციარი 24 საათიან წყალმომარაგებით სარგებლობს, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს „კვერნაკის" უბანში და...
პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წულაძე წარადგინა და მოსახლეობას „მდიდარი და წარმატებული დიდუბის“ ხედვა გააცნო. "2020 წელს საარჩევნო კამპანია დიდუბიდან დავიწყეთ და წელსაც ეს უნიკალური უბანი ისევ ისეთი მოუვლელი დაგვხვდა. მუშტაიდის პარკი, რომელიც არის დიდუბის მარგალიტი, დღესაც ზუსტად ისეთივე გაპარტახებულია, როგორც შარშან. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ არის სასწრაფოდ აუცილებელი ცვლილებები ხელისუფლებაში....
ვაკეში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა-ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გამართულ ფეისბუქ-ჩართვისას" განაცხადა. კახა კალაძის თქმით, კომპანიასთან, რომლის მიერ არასწორად წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად ადგილზე გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა, განხორციელდება ადგილმონაცვლეობა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი სკვერი მოეწყობა. „ამ ტერიტორიას გამოვიყენებთ რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად. აუცილებლად გავაკეთებთ სკვერს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, დაისვენოთ და განიტვირთოთ. ადგილმონაცვლეობას გავაკეთებთ არსებულ...
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა, 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა. მათივე გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ