წყალტუბოში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

328

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 420 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს განასახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბინების გადაცემის შემდეგ, წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება.

„დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.