თიანეთში, დაბა სიონში, სადაც ზაფხული დამსვენებლებით და ბავშვებით სავსეა, დროული და ნორმალური სამედიცინო მომსახურების პრობლემაა. ამიტომაც, როდესაც ადგილობრივი თუ სტუმარი ავად ხდება, ან ტრავმას იღებს, უმეტესად მეზობლის იმედადაა, ვიდრე - ექიმის.
ადგილობრივი მკვიდრი ელენე ოგბაიძე გასული წლიდან ჯერ მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ - ჯანდაცვის სამინისტროში ითხოვს ამბულატორიას, რომელშიც სანიტარული ნორმები იქნება დაცული და პირველადი მედიკამენტებიც ექნება ექიმს. ასევე, ითხოვს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...
სტატიის გაგრძელება
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) დაფინანსებით, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები ეყოლება.
ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, დიზელზე მომუშავე, 8-10 მეტრიანი ავტობუსების შეძენას მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს.
პროექტს EBRD 19 მილიონი ევროთი დააფინანსებს.
ტენდერის გამოცხადება ამ წლის მესამე კვარტალში იგეგმება, თუ ტენდერი წარმატებით წარიმართება კონტრაქტის გაფორმება წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.
ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაცია მზად არის აჭარის სპორტის რეგიონად აღიარების საკითხი განიხილოს.
აჭარის მთავრობის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივანი ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ.
ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ...
წინა სტატია
"გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო.
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" წარმომადგენლების აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის I კორპუსიდან ატენის ქუჩის კუთხემდე არსებული 200 მილიმეტრიანი დიამეტრის ამორტიზირებული, 1960 წელს აშენებული ფოლადის გაზსადენი 315 მილიმეტრიანი დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენით შეიცვლება, რომლის სიგრძე 1 000 მეტრია.
"არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში იცვლება ცენტრალური გაზსადენი და არსებულ გაზსადენზე დაერთებული ყველა განშტოება“,...
სტატიის გაგრძელება
ახალციხის მერის კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ, - ნათქვამიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების ოდენობა მელიქიძის ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად არჩევის შემდეგ 124 793 ლარიდან 546 044 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, 524 902 ლარი კომპანიებმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს.
მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები ახალციხის მუნიციპალიტეტის...
პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – "გადაარჩინე სიცოცხლე" ფარგლებში, ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთი განათავსეს.
პროექტი არამედიკოსი მოქალაქეების პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში უფასოდ გადამზადებას გულისხმობს და მისი მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა.
სწორედ ამიტომ აჭარაში 1 000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება.
მოხალისეებს ტრენინგს First Aid-ში TOT...
ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე დევნილებისთვის განკუთვნილ კორპუსში სამუშაოები 3 წელია შეჩერებულია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საავადმყოფოს ყოფილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყო და 10 თვეში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, კორპუსში 110 ოჯახი უნდა შეესახლებინათ.
"ექსპერტიზის დასკვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, ხოლო შენობის რეაბიულიტაცია ხელახლა ვერ მოხდებოდა, რადგან არარენტაბელური იყო. აქედან გამომდინარე, უკვე გახარჯული...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტომ ძაღლებისთვის ჩიპების ჩადგმა დაიწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის განმარტებით, ამ ეტაპზე, ცხოველებისთვის ჩიპის ჩადგმა ნებაყოფლობითია. მომსახურების ფასი კი 20 ლარია.
"ჩვენმა სააგენტომ დაიწყო ძაღლების "დაჩიპვა", მსურველებს შეუძლიათ თავისი ოთხფეხა მეგობარი ჩვენთან მოიყვანონ და შესაბამისი პროცედურები გაატარონ.
უახლოეს მომავალში ვაპირებთ მივმართოთ საკრებულოს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა პატრონი ვალდებული გახდეს თავისი ძაღლი "დაჩიპოს" და...
ახალციხის N1, N3, N5, N6 საბავშვო ბაგა-ბაღებისა და N7 საჯარო სკოლის შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისათვის პროექტი განხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს 1 321 300 ლარზე აცხადებს.
პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები, ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსდება. ეს არის გრანტი, რომელიც საქართველომ საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტისთვის მიიღო.
ტენდერი 9 ივლისს...
ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 და ნინოწმინდის, სოფელ არაქალის, სკოლებში ენერგოეფექტურობის დასანერგად ტენდერია გამოცხადებული. ორივე შენობაში თერმული მახასიათებლები უნდა გაუმჯობესდეს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ჯავახეთის ორის სკოლის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის ტენდერი 905 715 ლარზე გამოცხადა.
სკოლების თბოიზოლაციას ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაცია (NEFCO) დააფინანსებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გაუმჯობესდება გარე მხრიდან შენობების თერმული მახასიათებლები და განახლდება გათბობის სისტემა. ნინოწმინდის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლა...
"საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიურო, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ამორტიზებული ავტომანქანის გადაცემას ითხოვს", - აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფაქტი გააპროტესტა, მისი თქმით დეპუტატი პირადი კომფორტის შექმნა სურს.
“იოსებ მაკრახიძის ბიურო მერიისგან მერსედესის მარკის ავტომობილის გადაცემას ითხოვს, რომელიც ამორტიზებულია. გორელებო იცოდეთ თქვენი მილიონერი პარლამენტარი ამორტიზებული მანქანის გადაცემას ითხოვს. ქალაქში ბინებს და სკვერებს იტაცებს და ფულის გაღებაც არ...
გორის საკრებულომ მხარი დაუჭირა დადგენილებაში ცვლილებას, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელის პოზიციის დაკავებას პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებიც შეძლებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აქამდე აღმზრდელისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იყო. ცვლილების შემდეგ კი, აღნიშნული პოზიციის დაკავება, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებს შეეძლებათ.
საკრებულოს წევრი ზურა ყაჯრიშვილი განმარტავს, რომ პროფესიული განათლება აუცილებლად სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უნდა იყოს.
"თუ აღმზრდელის პოზიციაზე...
ჭაჭარაქსა და მინაძეში ადგილობრივები ნაკვეთების მორწყვისთვის საათში 65 ლარს იხდიან. პროექტი, რომლის ფარგლებშიც ექვსი სოფლის გასარწყავიანება იგეგმებოდა, მათ შორის ჭაჭარაქის და მინაძის, შესაძლოა, აღარ განხორციელდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხეში, ჭაჭარაქში მცხოვრები კარლო ვირაბიანი კარტოფილის მოსარწყავად საათში 65 ლარს იხდის, ამბობს, რომ სათანადო რწყვის პირობებში 30 მეასედზე ხუთი ტონა კარტოფილს მოიყვანს, მაგრამ იმის გამო, რომ ფული არ აქვს, ნაკვეთს ხშირად...
ანაკლიიდან ქობულეთამდე ნატანდამჭერების მოწყობის მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 180 400 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შავ ზღვაში სანაპირო აკვატორიები ხშირ შემთხვევაში სავსეა მცურავი ნატანით, ნაშალი მასალით, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნაგვით, რაც ცუდად აისახება ზღვის ეკოსისტემაზე. ამიტომაც, ერთ-ერთ შემარბილებელ პრევენციულ ღონისძიებად ტივტივა ნატანდამჭერების გაკეთება განიხილება.
საკვლევი ტერიტორია მოიცავს შემდეგ მდინარეებს: პატარა ენგური, ხობისწყალი, რიონის ფოთის მონაკვეთი, მალთაყვაში...
ქუთაისის მერია მის ბალანსზე არსებული 15 ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების მიზნით ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 530 407 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზურნველყოს როგორც ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება, ასევე, მათი ავტოსათადარიგო ნაწილებით მომარაგება, რიგგარეშედ, მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ.
ამასთან, მიმწოდებელმა მანქანების ტექნიკური მომსახურება მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.
ტენდერი მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 21 ივლიის დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.
წინა სტატია
"დიღმის ტყე-პარკი გვეკუთვნის ჩვენ და დავიცავთ იმას, რაც ჩვენია", - ამ ლოზუნგით მოსახლეობამ აქცია გამართა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ისინი საკრებულოს მიერ 2019 წლის 15 მარტს დიღმის ტყე-პარკის 13 000 კვ/მ ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებასა და კომპანია "ანაგზე“ მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილას დაგეგმილია რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რაც მათთვის მიუღებელია. მათი განმარტებით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































