ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება, სადაც თვეში ერთხელ ლექციები ჩატარდება. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კეკელიძე წერს. "მორიგი დიდი ამბავი: ახალქალაქის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა, ამ სოფლებში მოეწყობა საკვირაო სკოლები, მასწავლებელი მე ვიქნები და შერჩეულ შაბათ-კვირას ჩავალ", – წერს ფეისბუქის გვერდზე გიორგი კეკელიძე. ეროვნულ ბიბლიოთეკას,...
წინა სტატია შემდეგი სტატია 2020 წელს დღგ-ის 19%-იდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მაღალ დაფინანსებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს, - ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის მომდევნო წლის პროექტიდან ხდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის 19%-იდან ამ მუნიციპალიტეტის დაფინანსების პროცენტი არ იცვლება და ის კვლავ 2.42% იქნება, მისი დაფინანსება მილიონ ექვსასი ათასით მაინც გაიზრდება. თუ წელს ზუგდიდმა ამ ფორმულით 22 888.2 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა მერიის დაქვემდებარებაში არსებული "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილის ზაზა ფარცვანიას მხრიდან, გინებისა და უცენზურო სიტყვების გამოყენების ფაქტის შესწავლა დაასრულა. ინფორმაცას ლაივპრესი ავრცელებს. რა წერია აუდიტის დასკვნაში და რა სანქცია დაეკისრა ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილეს, მერია, ისევე როგორც "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი", არ ასაჯაროებს. ზუგდიდის მერიის ცნობით, აუდტის დასკვნა პირის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ...
დღეს, 9 ოქტომბერსდ, ოკუპირებულ სოხუმში გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია. ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ფიცი დე ფაქტო მთავრობის შენობის დარბაზში დადო. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლები. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო...
ქართული ყველი მსოფლიო კულინარიის რუკაზე. ვიდეოში, რომელშიც მსოფლიოში ყველის საუკეთესო სახეობებია წარმოდგენილი, ქართული სულგუნი მოხვდა. ვიდეო პორტალმა Insider მოამზადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კულტურული ძეგლის სტატუსი რამდენიმე წლის წინ ყველის კიდევ ერთ სახეობას - „ტენილს“ მიენიჭა. ქართული ყველის მკვლევრის თქმით, ქვეყანა, რომელშიც ამ პროდუქტის 30-ზე მეტი სახეობაა, მსოფლიო კულინარიაში მალე ღირსეულ ადგილს დაიკავებს. https://ge.cloudvod.imedi.ge/new/V/1910/16/96/10/EFZd70trqU26wuBJFfiBEQ/2.mp4
ორხევის დასახლებაში 156-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სკოლა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებდა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძისა და განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აქტიური კომუნიკაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. გიორგი ტყემალაძე 156-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო და განაცხადა, რომ სკოლის რეაბილიტაციის დაწყება ორხევის მოსახლეობისთვის...
"პირველ დღეს, ჩვენ გვყავდა A კატეგორიაში დარეგისტრირებული დაახლოებით 2 000-მდე ტაქსის მძღოლი, დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ არის 6 500", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ტაქსების ფასებთან დაკავშირებით და მას "პირველი დღის ეფექტი" უწოდა. „ტაქსების ფასებთან დაკავშირებით, ეს იყო პირველი დღის ეფექტები, სამწუხაროდ. პირველ დღეს ჩვენ გვყავდა A კატეგორიაში დარეგისტრირებული დაახლოებით 2 000-მდე ტაქსის...
"მეტროს ისეთი ვაგონებიც გვაქვს, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში იქნება შესყიდვა 40 შემადგენლობაზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლოვაში უნდა იყოს მოწოდებული", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მწვანე ავტობუსების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, „საუკეთესო პროექტები უნდა განვახორციელოთ ისე, რომ თავზე ჭერი არ ჩამოგვენგრეს". „ჩვენ მოსახლეობას...
დაბა ასპინძაში, ე.წ სამკუთხა პარკში, ქუჩის ტრენაჟორების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დაბაში 10 სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორი დამონტაჟდება, ასევე, მოეწყობა საჩრდილობელი ფანჩატურიც. ტრენაჟორები 14 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება განკუთვნილი. ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება ცხრა ოქტომბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს 12:00 საათზე დასრულდება. მერიას ტენდერის სავარაუდო ღირებულებად 17 000 ლარი აქვს განსაზღვრული.
ზუგდიდის ცხრა ქუჩაზე არსებული ათი სტადიონის რეკონსტრუქცია იგეგმება. ადგილობრივმა მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. საუბარია თამარ მეფის, სერგიას, შარტავას, ჩიქოვანის, ქუჯის, ც.დადიანის N3 და N1, ჭყონდიდელის, ჭავჭავაძის და წმ.გიორგის ქუჩებზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101 306 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა დასრულდეს. დაზიანებული ხელოვნური ბალახის ჩამატება, ფეხბურთის კარებზე ბადის მოწყობა, მაყურებელთა ტრიბუნის ჩამოსაჯდომი ფიცრის აღდგენა, ბოძებზე სანათების მოწყობა,...
ახმეტაში ს ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. საველე სამუშაოები 64 000 ჰა ფართობზე ხორციელდება, რომლის საფუძველზე ათწლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1991 წელს განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საველე სამუშაოების დაწყებამდე, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საზოგადების ინფორმირებისა და შემდგომ ეტაპებზე დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისთვის, სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვლი...
წინა სტატია სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა, სამი თვის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს. მათი ნაწილი სხდომებს უკვე ესწრება, ნაწილი კი მომავალ სხდომებზე აპირებს დასწრებას. დეპუტატების პროტესტი 20 ივნისთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხებოდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  სამცხე–ჯავახეთის გარდა, 20 ივნისის მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად საკრებულოებში საქმიანობას არ აგრძელბდნენ, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები მთელი ქვეყნის მასშტაბით. დეპუტატებმა პროტესტი, ივნისის ბოლოს დაიწყეს. ისინი ამ ფორმით, თბილისში აქციაზე შკერებილების...
ადიგენში, სოფელ ლელოვანში ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია „სოკარის“ თანამშრომლებმა ასფალტის საფარი აყარეს, მილები შეაკეთეს და ისე წავიდნენ, რომ დაზიანებულ მონაკვეთზე გზა არ მოაწესრიგეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ლელოვნის ცენტრალური გზა დაახლოებით სამ ადგილზეა გათხრილი. ადგილობრივები ჩივიან, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს: „ერთ კვირაზე მეტია გადათხარეს გზები, ამოყარეს სანიაღვრე არხებიდან მილები და არც აღარავინ მოდის. გაზის გაყვანილობის დაზიანებული მილები უნდა...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობას აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, ფოთში არსებული წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების სრულ ბიოლოგიურ წმენდის ციკლს განახორციელებს. შედეგად, შემცირდება ეკოლოგიის დაბინძურების საფრთხე და გარემოზე მავნე ზემოქმედება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლის თებერვალშია დაგეგმილი. პროექტს აზიის განვითარების ბანკი...
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს (554,038 ლარი)...
"მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით იქნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენ ამას შევძლებთ. ამას იმიტომ ვამბობ ასე ამაყად, რომ ზურგს უკან მიდგას გუნდი და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე ახალი ავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა. კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყვითელი ავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველა რესურსი ამოწურული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ