ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

729

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობას აშენებს.

კომპანიის ინფორმაციით, ფოთში არსებული წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების სრულ ბიოლოგიურ წმენდის ციკლს განახორციელებს. შედეგად, შემცირდება ეკოლოგიის დაბინძურების საფრთხე და გარემოზე მავნე ზემოქმედება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლის თებერვალშია დაგეგმილი. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 44 684 016.18 ლარით აფინანსებს.

“რეგიონებში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორცილებს. კომპანია წყალარინების გამწმენდ ნაგებობას აშენებს: ანაკლიაში, ზუგდიდსა და გუდაურში. ობიექტის მშენებლობა დაგეგმილია: მარნეულში, ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, ტყიბულში, მესტიაში, მარტვილში, ხაშურში, სტეფანწმინდაში, სოფელ მუხრანში, დაბა ფასანაურში, ბახმაროსა და აბასთუმანში. უკვე დასრულდა ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა”,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.