საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს ინტერნეტის უფასო ინსტლაციას სთავაზობს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახს, ვინც:
ცხოვრობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში; რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
ასევე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს საშუალება აქვს გაიაროს ინტერნეტის და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსი, რომელიც მოიცავს:
კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარებს;...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გამოკითხვით არკვევს, როგორი უნდა იყოს 2020 წელს ღვინის ფესტივალი.
გამოკითხვის პასუხები ამ დროისთვის თითქმის თანაბრად არის განაწილებული - გამოკითხულთა ნახევარზე ცოტა მეტი მიიჩნევს, რომ ფესტივალი მინიმუმ 2 დღე უნდა მიმდინარეობდეს, ხოლო თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი უნდა მიენიჭოს.
https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality/posts/2419461971482953?__xts__%5B0%5D=68.ARBXcg9ycbpWYya1xDjG8MFTXYZNie5VaN1kqqgMhHywEBmjPse6Tl5Yti95c-kGZSA9j8kMKd8EPjIy1L4crP0boPIN--Rdzevi2knsMAt40VCAC-Pz5DY7Qfgr_4U9HQD7DQgJrYFYaF600r1gC_JGik-uDH4p6fpgRNOltIsGAj-92FFqdHo5FozOiTHcJbb_pu5iTITb-tbl-E8pxjxU_XJICzmBCiMBUoHh1fDOiYORG22xOVkUc8T_8UhxJKusb03fd1s9yGafUpdM8J3isU8DH2h_w_88c-2uxYKWYauO0Ckc68mIidXg-IDV6uW8Pbqgw0BYQK9cwmtp64jn60NEl8923A&__tn__=-R
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დუშეთის, კობიანთკარისა და მილახვრიანთკარის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, ადგილზე არსებულ პრობლემებს და მაცხოვრებლებთან ერთად განიხილეს 2020 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.
აქტიურ რეჟიმში გრძელდება ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია ქალაქ დუშეთში. პროექტის ფარგლებში, რესტავრაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 შენობას.
რეაბილიტირდა და კეთილმოეწყო ქალაქის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში ბაღის შენობა უკვე აშენებულია და ამ დროისთვისშიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
"ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 2019 წელს დასრულდება და სამოცდათხუთმეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 526 995 ლარი დაიხარჯება", - აცხადებენ სიღნაღის მერიაში.
რუსთავში სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა, 52 ოჯახმა საცხოვრისი მიიღო.
სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, მე-11 მიკრორაიონში, რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა.
"2019 წლის თებერვალში, მერის მრძანებით შეიქმნა "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები მუშაობდნენ.
2018 წლის დეკემბერში, საკრებულომ "ქალაქ რუსთავის...
ფონიჭალა 3-ის კორპუსი N18 და N25-ის მიმდებარედ, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ასფალტის ახალი საფარი დაიგო და ბორდიურები მოწესრიგდა, - აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, ასფალტის ძველი საფარი 1 800 კვ.მ-ზე გამოიცვალა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 57 000 ლარი გამოიყო.
შესრულებული სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
https://www.facebook.com/krtsanisidistrict/posts/2474391152681439?__xts__=68.ARAhHHF_D2zMar1ehcp80K4PmvLm4XD39G_YcwSFnTVNi59VUFart1GWeNSgDvUJPjEvEPF_EGFl10_9KQ_Bj8KGfPpeEjOw4Ota6qJoiw1HCbjpSkHCXgOJQe0kefWBD3Oah1sEMiE9G4JKUYYwcZ093dYnnWLL-3jVVV7fG68SK0MLE6_HRQRDRVJ8Jobo2DXtdGwX6tinvfrSrYbBLGHYys9Oz6VMfXfizRFz3tYPSt_zkH05RHSqLk7oYSe3UbDNl7YqhWMYXWw4y35mV5r4X3YvsFYQEjuj2-RkkqH07t5V3q_ydC7LVwq4EFhLwBv96DhdyRGj_V3Om0si9HTQmhi9f3NiXSrsjoVjShXo2NqElICV1dX5quUh1GywJNcA55wFwxmn5q9RiZ0boGgHM8zzErbmim5bC3S6DN5XCIt-FMht6RCddbUUXX7NExm51bYpMaXIxDyClxL5&__tn__=-R
წინა სტატია
სოფელ საიმერლოს ახლადაშენებული საბავშვო ბაღი 15 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ორსართულიანი შენობას სრულიად ახალი ინფრასტრუქტუაა აქვს. მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდა ადმინისტრაციული სათავსები და საღონისძიებო დარბაზი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირებისთვის.
ბაღის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის პირები და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდა. მარნეულის მერის ზაურ დარგალის თქმით, სკოლამდელი განათლების მიღება ყველა ბავშვისთვის უნდა...
რამდენიმე კვირაა გურჯაანში ველისციხე-მუკუზნის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოხსნილი და სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევზია ავრცელებს.
მოსახლეობის ინფორმაციით, მიტოვებული სამუშაოების გამო მოძრაობა ფერხდება და საავარიო სიტუაციები იქმნება.
გარდა ამისა , მათ მტვერიც აწუხებთ, ისინი სამუშაოების განახლებას და ასფალტის დროულად დაგებას ითხოვენ. როდის დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღეს კომენტარი არ გააკეთეს.
https://www.youtube.com/watch?v=yISGGF68T_s
ქუთაისში N13 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეასაძლოა, "შავი პრინცის '' სახელობის სკვერი გაიხსნას. "შავი პრინცის'' სახელობის სკვერის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი ქუთაისელი სალომე ასათიანია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
''სკვერის გახსნის იდეა "შავი პრინცის'' ძმას ეკუთვნის, მერიისგან გვაქვს მხარდაჭერა, უახლოეს დღეებში სკვერის გახსნის ინიციატორები და მერიის წარმომადგენლები უნდა შევხვდეთ ერთმანეთს'',-ამბობს სალომე ასათიანი.
ქუთაისი მერიაში განამარტავენ, რომ "შავი პრინცის'' სახელობის სკვერის გახსნა ჯერჯერობით განხილვის...
ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოზე სტატიებს მოამზადებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათმა უწყებამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.
პრესტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის „Marie Claire”, “Plus Magazine” Tageblatt და Luxemburger Wort -ის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ბელგიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან ვმასპინძლობთ წამყვან ჟურნალისტებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისეთი გამოცემის, როგორიცაა Marie...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება - გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოსამართლემ მიიღო. დავით მამისეიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გიორგი ერმაკოვი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. ასევე პატიმრობაში რჩებიან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, ბრალდებულების მიერ წარდგენილი თანხა გირაოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ვერ აღწევდა და შესაბამისად, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.
ამასთან, როგორც მოსამართლემ...
წინა სტატია
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა აწყვიტაში ის ოჯახი მოინახულეს, ვის ეზოშიც კლდიდან ლოდები ჩაცვივდა. მერის მოადგილე დავით პაპაშვილი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე საფრთხის ქვეშ არამხოლოდ ველიჯანაშვილები, არამედ კიდევ ორი ოჯახია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„უზარმაზარი კლდეა, რომელიც იშლება. სამი ოჯახია საფრთხეში. რა სახით შეიძლება დავეხმაროთ, ამას ადგილობრივებთან ერთად განვიხილავთ, იმიტომ რომ კლდის მოსახსნელად ან დიდი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რასაც...
წინა სტატია
თბილისის მერია მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურისათვის ხმაურის მზომების შესყიდვას აპირებს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 19 ოქტომბერს დაიწყება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხმაურის მზომის სიხშირული დიაპაზონი უნდა იყოს არაუმეტეს 6 ჰერციდან არანაკლებ 20 კილოჰერცამდე. დაგეგმილია სულ 4 ხმაურის მზომის შეძენა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოწყობილობები მერიას ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღეში უნდა მიაწოდოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 400 ლარია.
შეგახსენებთ,...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების 200-მდე კოორდინატორს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთა გადამზადება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულით განხორციელდა და მასში საქართველოს მასშტაბით, 600-მა დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა.
მათივე ცნობით, გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო.
პროექტი სააღმზრდელო პროცესში ახალი სტანდარტის სრულფასოვან დანერგვასა და თითოეული აღსაზრდელისათვის შესაბამისი ცოდნის გადაცემას ისახავს მიზნად.
"სკოლამდელი განათლების...
წინა სტატია
სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, 2020 წელს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთი, ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა გაიხსნება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამტრედია–გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე...
ჩუღურეთის რაიონშ, გროზნოს ქუჩაზე, 3 200 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
"აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარეგანათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყო. გარდა ამისა, განთავსდა სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით", - აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































