მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ინტერნეტში უფასოდ ჩართვას შეძლებენ 

2928

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს ინტერნეტის უფასო ინსტლაციას სთავაზობს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახს, ვინც:

ცხოვრობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში; რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

ასევე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს საშუალება აქვს გაიაროს ინტერნეტის და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსი, რომელიც მოიცავს:

კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარებს; ინტერნეტის უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას; საოფისე პროგრამებს და ელექტრონული ფოსტის მართვას.

ვრცელი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე: www.bfd.gov.ge