სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში ბაღის შენობა უკვე აშენებულია და ამ დროისთვისშიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
“ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 2019 წელს დასრულდება და სამოცდათხუთმეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 526 995 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ სიღნაღის მერიაში.