ფონიჭალა 3-ის კორპუსი N18 და N25-ის მიმდებარედ, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ასფალტის ახალი საფარი დაიგო და ბორდიურები მოწესრიგდა, – აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, ასფალტის ძველი საფარი 1 800 კვ.მ-ზე გამოიცვალა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 57 000 ლარი გამოიყო.
შესრულებული სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ფონიჭალა 3-ის კორპუსი N18 და N25-ის მიმდებარედ, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ასფალტის ახალი საფარი დაიგო და…
Posted by კრწანისის რაიონის გამგეობა on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019