წინა სტატია
ბუნებრივი აირის ტარიფი, შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. აღნიშნულის შესაძლებლობას სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს.
„ბუნებრივი აირის სექტორშიც გვინდა, რომ გადავიდეთ სამწლიან ტარიფებზე. ამან გაამართლა ელექტროენერგიისა და წლის ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გაზის სექტორშიც ვხედავთ, რომ შესაძლებელია და კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, სამწლიანი ტარიფები დავადგინოთ“, - აცხადებს ნარმანია.
რაც...
სტატიის გაგრძელება
ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანიას თქმით, უნდა ვიცოდეთ, რომ „მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე“.
"ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი...
ზუნდაგის მრავალფუნქციური სახლის დარბაზში ადგილობრირივ მოსახლეობასთან ქედის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი გასვლითი - საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საბჭოს წევრებთნ ერთად, მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი პრეცენდენტი შეიქმნა და ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დამოუკიდებლად მოიპოვა გრანტი, რომლის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოს ფუნქციებზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების განხორციელება.
კამპანია "ღია საზოგადოება საქართველომ“...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რუსთავში კონკრეტული საწარმოების მიერ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით შეამოწმებს.
"გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა შეამოწმოს დეტალურად ყველა საწარმო და დაიდოს სრული სურათი. რამდენიმე საწარმო უკვე შემოწმდა. ტარდება ყველა ღონისძიება, რაც დღევანდელი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, თუმცა ჩვენი ამოცანა არის არა სანქცირება ჯარიმებით, არამედ სიტუაციის გამოსწორებით. ამიტომ ახალი კანონმდებლობა, ახალი...
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა, პირველი ნოემბრიდან გაიფიცონ. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ოფიციალური წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს განათელბის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და მუზეუმის დირექტორ ლილი ბერაიას, რომ თუ პირველ ნოემბრამდე კონკრეტული პასუხი არ ექნებათ ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, გაიფიცებიან.
„10-დღიან ვადაში ვითხოვდით პასუხს, თუმცა კონკრეტული პასუხი ჩვენს...
ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლებიც წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებების საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და წყლის მიწოდების სისტემებს მოემსახურება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის შედეგად, ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება, რომელიც დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში შესრულებული სამუშაოები ლიეტუვის ენერგეტიკის ვიცე მინისტრმა ლინა საბაიტინემ, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება და მას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი ბაკურციხე-წნორის გზაზე იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და დაგეგმილი...
სოხუმის დეფაქტო მერმა ადგურ ხარაზიამ თანამდებობა დატოვა. ხარაზიამ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მისი მიზანი "სავარაძელი არასდროს ყოფილა". ინფორმაციას სააგენტო Apsny ავრცელებს.
"ამ პოსტზე 5-წლიანი მუშაობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ყოველთვის არ მოდის ონკანში წყალი. ადამიანებიც ყოველთვის მაძღრები არ იძინებენ. მოქალაქეები ხშირად მწერენ პრობლემებზე, ვიღაც ავადაა და გასვლას ვერ ახერხებს. ბევრი ღამე არ მძინებია...
სტატიის გაგრძელება
ფონიჭალის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წევრები თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, პროექტის განხორციელების შემთვევაში, ფონიჭალაში მდებარე ათამდე კორპუსს საფრთხე ემუქრება.
ჯგუფის წევრები ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათთან რაიმე სახის შეთავაზებით არავინ მისულა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელებას არ ეწინააღმდეგებიან.
26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება და მოეწყობა ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა, ასევე მოამზადებენ ყველის კერძებს.
ღონისძიებას მუსიკალურად ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები, მოწვეული მომღერლები და DJ გააფორმებენ. ფესტივალის დასკვნით ნაწილში კიბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება.
მეღვინეობისა და საფესტივალო ქალაქი გურჯაანი ამგვარ ფესტივალს პირველად მასპინძლობს...
ავტორი ეკატერინე ბასილაია
თვითმმართველი ქალაქების აღდგენა და თვითმმართველობებისთვის დიდი უფლებამოსილებების გადაცემაზე დაპირებები, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის საკითხი გახდეს, რისი შესრულების ვალდებულებასაც პროდასავლური ოპოზიციის დიდი ნაწილი აიღებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ცვლილებას შეძლებენ.
ამ თემის გააქტიურებას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გეგმავს და "ფეისბუქიდან" ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთობლივად აიღონ ვალდებულება, რომ 2021...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერი შპს "გიორგი ჯინო 1972- მა" გაასაჩივრა და უწყება კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. შესყიდვების სააგენტომ კომპანიის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოებს. მერიამ თავდაპირველად ტენდერში გამარჯვებულად ინდივიდუალური მეწარმე ზებურ აბულაძე დაასახელა, თუმცა "გიორგი ჯინო 1972-ს" საჩივრის შემდეგ, მერიას გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია.
"მერიის გადაწყვეტილება სრულიად ეწინააღმდეგება კანონს, რაც ბადებს ეჭვს...
გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მიმდინარე წელს, შესყიდვებში არსებული ხარვეზების გამო, 7-მა კომპანიამ უჩივლა. ინფირმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აქედან შესყიდვების სააგენტომ 2 საჩივარი სრულად დააკმაყოფილა, 3 ნაწილობრივ, 2-კი არ დააკმაყოფილა.
მომჩივან კომპანიებს შორის არიან: შპს "გიორგი ჯინო 1972", "მამკო", შპს "ოპტიმალ გრუპ +" და "ჯეობიტი".
რიგ შემთხვევებში, გორის მერიას მოუწია შეეცვალა გადაწყვეტილებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებით.
"აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით დღეიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.
"კერძოდ, 21 ოქტომბერს, 15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან - ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი სვლას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომანქანები ვერ მოხვდებიან ელბაქიძის ქუჩაზე - სატრანსპორტო...
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოს მერთან ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის თქმით, თბილისი ტრანზიტული ფრენებისათვის ხელსაყრელი ქალაქია და ამ მიმართულებით მუშაობა ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ტოკიოს მერმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების განვითარებისათვის საჭიროა იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა, ამისათვის კი, გარკვეული ღინისძიებები უკვე ტარდება და აღსანიშნავია, რომ, იაპონიის სკოლებში უკვე ისწავლება...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები საქართველოს ვიცეპრემიერსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს საკანონმდებლო ორგანოში ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ლევან კობერიძემ კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილთან და კობა ნარჩემაშვილთან ერთად გააკეთა.
დეპუტატების აზრით, "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































