გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მიმდინარე წელს, შესყიდვებში არსებული ხარვეზების გამო, 7-მა კომპანიამ უჩივლა. ინფირმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აქედან შესყიდვების სააგენტომ 2 საჩივარი სრულად დააკმაყოფილა, 3 ნაწილობრივ, 2-კი არ დააკმაყოფილა.
მომჩივან კომპანიებს შორის არიან: შპს “გიორგი ჯინო 1972”, “მამკო”, შპს “ოპტიმალ გრუპ +” და “ჯეობიტი”.
რიგ შემთხვევებში, გორის მერიას მოუწია შეეცვალა გადაწყვეტილებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებით.