“აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით დღეიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.
“კერძოდ, 21 ოქტომბერს, 15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან – ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი სვლას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომანქანები ვერ მოხვდებიან ელბაქიძის ქუჩაზე – სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.
საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.