კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის მერი 49 წლის კლაუდია ლოპესი გახდა. Euronews-ის ინფორმაციით, ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ქალაქში მერის თანამდებობას ქალი დაიკავებს.
ლოპესი მემარჯვენე პარტიას წარმოადგენდა და არჩევნებში ხმების 35% მოიპოვა. ახალი მერის მთავარი დაპირება ქალაქში უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება, ბავშვთა უფლებების დაცვა და საგანმანათლებლო სფეროს გაძლიერება იყო.
ყოფილი სენატორი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი მერის უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის დასაწყისიდან შეუდგება.
კოლუმბიაში, დედაქალაქის მერის პოსტი, პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობად მიიჩნევა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
“27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ყველა პროცედურა დასრულებულია. არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესზე და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცედურებზე დაკვირვება შეეძლოთ. ყველა შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, - აცხადებენ ცესკოში.
საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში, საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის ხარჯებზე ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ჯაბახიძის თქმით, გიორგი ხოჯევანიშვილმა მიმდინარე წელს 630 000 ლარი არამიზნობრივად გახარჯა.
"სახელმწიფო რწმუნებულმა მხოლოდ საწვავისთვის 50 000 ლარზე მეტი დახარჯა, რაც 25 ტონა საწვავს გულისხმობს. საინტერესოა სად დადიოდა ხოჯევანიშვილი, როცა გორელებს თვალით არ უნახავთ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მოსახლეობას, თუნდაც...
მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები "ნენსკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს სს "ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.
"ამჟამად ჭუბერში "ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ჯამში 14 ხიდისა და 45 კმ გზის მშენებლობას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება", - აცხადებენ სს "ნენსკრა ჰიდროში".
მათივე ინფორმაციით, "ნენსკრა...
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა ჭონქაძის ქუჩაზე აშენდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 430 945 ლარია.
"თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია. პროექტის მიხედვით, განხორციელდა შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის...
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები გადასცეს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი.
"ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო...
სამთავრობო ქალაქის აშენების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაანონსებულ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თბილისში, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენებას უკავშირდებოდა.
თურნავას თქმით, ბიუჯეტს ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები აქვს.
"დღეის მოცემულობით სხვა პრიორიტეტები გვაქვს. გვირჩევნია, ჩვენი საბიუჯეტო რესურსები მივმართოთ პენსიებისკენ, ხელფასებისკენ, სოციალური პროგრამებისკენ, გზების მშენებლობაში და ნაკლები დავხარჯოთ სამთავრობო შენობების აშენებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან,...
ნაძალადევის რაიონში ილურიძის ქუჩის ზედა ნაწილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა გრუნტის დამჭერი ოთხი კედლი.
საყრდენი კედლების სიგრძე ჯამში, 180 მეტრია. ასევე, 435 მ სიგრძეზე სანიაღვრე ქსელი (კიუვეტი და ცხაურები), ხოლო 470 მეტრზე გზის საფარი მოეწყობა. ტერიტორიის ძირითად ნაწილზე ბეტონის გზა, მცირე მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
ილურიძის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება....
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული მდგომარეოისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის დავით ტაბიძის ინფორმაციით, ფონდმა სკოლების მშენებლობაზე სულ 59 სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა და აქედან
57 კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.
"10 ობიექტზე სამშენებლო სამუშაო დაწყებულია, სხვაგან ჯერ პროექტიორების ეტაპზე ვართ და წლის ბოლომდე ჩავიბარებთ, შემდეგ კონტრაქტორები...
ხშირად საუბრობენ, ჯერ ერთი რამგაგეკეთებინათ და შემდეგ მეორეო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს და შედეგად უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, მეტროში მგზავრთა ნაკადის მატება სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან მგზავრთა ნაკადი ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 11%-ით იზრდება.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით,...
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. კერძოდ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
"ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოურ სანერგე კომპანიისაგან განახორციელებს მინიმალური კრიტიკული რაოდენობის ნერგების იმპორტს. ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით...
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან N4, 10, 42 და 103 მარშრუტებზე იმოძრავებენ
"ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეისყიდა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N28, 34, 56, 66 და 78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში მათ ასევე დაემატება N108 მარშრუტიც.
ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21...
"აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 530-ზე მეტი საწარმო და სასტუმრო გაიხსნა და ჯამში, 18 000 ადამიანზე მეტი დასაქმდა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
"ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დასაქმება, განსაკუთრებით რეგიონებში. თითოეულ ახალ ობიექტს შემოვივლი და ყველგან, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, პირადად მივულოცავ მათ მეპატრონეებს“, - განაცხადა მინისტრმა ნათია თურნავამ.
წინა სტატია
საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, წელს არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გააცნო.
ბეგიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში დაფინანსდა 8 ბაღის მშენებლობა, რასაც 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა, ხოლო სხვადასხვა სახის რეაბილიტაცია ჩაუტარდა 213 ბაღს და ამისთვის 6 მილიონ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დღეს, საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით წელს არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებისათვის წელს 40 მილიონ ლარამდე გამოიყო და ეს თანხა ქვეყნის მასშტაბით 640 სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოს მოხმარდა. ზაფხულის განმავლობაში, არდადეგების დროს, დასრულდა ძირითადი სამუშაოები...
თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა, - აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
'სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხებს. ამ ეტაპზე თბილისში ბინა 700-მდე ოჯახს გადაეცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას და თბილისში, დევნილი ოჯახები ბინებს წლის ბოლოსაც მიიღებენ“, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































