თურნავა: 2014 წლიდან დღემდე პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 18 000-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ

479

“აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 530-ზე მეტი საწარმო და სასტუმრო გაიხსნა და ჯამში, 18 000 ადამიანზე მეტი დასაქმდა, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

“ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დასაქმება, განსაკუთრებით რეგიონებში. თითოეულ ახალ ობიექტს შემოვივლი და ყველგან, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, პირადად მივულოცავ მათ მეპატრონეებს“, – განაცხადა მინისტრმა ნათია თურნავამ.