ნაძალადევის რაიონში ილურიძის ქუჩის ზედა ნაწილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა გრუნტის დამჭერი ოთხი კედლი.
საყრდენი კედლების სიგრძე ჯამში, 180 მეტრია. ასევე, 435 მ სიგრძეზე სანიაღვრე ქსელი (კიუვეტი და ცხაურები), ხოლო 470 მეტრზე გზის საფარი მოეწყობა. ტერიტორიის ძირითად ნაწილზე ბეტონის გზა, მცირე მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
ილურიძის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 690 695 ლარს შეადგენს.
“ილურიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გრუნტის გზაზე გადაადგილება ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. კაპიტალურად ვაკეთებთ ამ ქუჩას და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია მთლიანად კეთილმოწყობილი იქნება“, – აღნიშნა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.