მომავალი წლიდან გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო მეეზოვეებს მომატებულ ხელფასს ჰპირდება, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა. ბაჩანა გვიანიშვილის განმარტებით, 67 მეეზოვე ხელზე ამ დრომდე დღეში 12 ლარს იღებს, ეს თანხა ახალი 2020 წლიდან 15 ლარამდე გაიზრდება. "ამ წელშივე ვფიქრობდით, მეეზოვეებისთვის ხელფასების გაზრდას, მაგრამ ვიდრე მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში და მეეზოვეებს მომავალი წლიდან ანაზღაურებას...
დიდველზე საბაგიროს გამტარუნარიანობის ზრდისთვის 10 გონდოლა მონტაჟდება. ზამთრის სეზონისთვის ტურისტებს ჯამში 44 გონდოლა მოემსახურება, რომლითაც საათში 1 950 მგზავრს მოემსახურება. ინფორმაცის სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. პირველად ბაკურიანში საბაგირო 2005 წელს აშენდა, დამონტაჟებული 34 გონდოლა კი საათში მხოლოდ 1500 მგზავრს ემსახურებოდა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაკურიანში ტურისტებს 44 გონდოლა მოემსახურება. "სამთო-სათხილამურო კურორტებზე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ, ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას, შესაბამისად საჭირო...
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ახალი სკოლის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნული მშენებლობისთვის ორ მილიონ 470 ათასზე მეტი ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ახალ, 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია უნდა იყოს. ამასთან, შენობაში ბუფეტი, სველი წერტილები და ბიბლიოთეკა წიგნ-საცავითაცაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, სკოლის ეზოში რეკრეაციული სივრცეც უნდა მოეწყოს. ამ დროისთვის ჭუბერში ორი სკოლა...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის აზრით, თბილისში - ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში კი, მათი დეფიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს. ამ პრობლემაზე მინისტრმა დღეს დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა და მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, რომ ის პრინციპი, რომელიც კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას გულისხმობს, რეგიონებში არსებული დეფიციტის დარეგულირების საშუალებას იძლევა. „პრობლემა აისახება, რა თქმა უნდა,...
მაღალმთიან აჭარაში, ხულოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც 77 სოფლის 23 ათასზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისს მიიღებს, დღეიდან მათთვის ხელმისაწვდომია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა, 24-საათიანი უფასო უსადენო ინტერნეტი, Skype-ის ოთახი და საბანკო მომსახურება. ცენტრის სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა გახსნა. თეა წულუკიანის განცხადებით, აჭარაში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურების...
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ საშობაო ნაძვის ხისა და აქსესუარების შესაძენად 40 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს დასრულდება. მოთხოვნების მიხედვით, ნაძვის ხე უნდა იყოს გარეგამოყენების, ქარხნული წარმოების, წყალგამძლე და ცეცხლგამძლე, ასევე, ახალი და არანაკლებ 12 მეტრის სიმაღლისა.გარდა ამისა, კონსტრუქცია უნდა იშლებოდეს და უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენებისთვის. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ნაძვის ხე დაბაში 10 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე უნდა დაიდგან. ტენდერში...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება შსს–მ  საჯარო უწყებების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდების გატეხვაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კომპანია “პროსერვისის”  ინფორმაციით, მათ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მიმდინარეობს, რის შედეგადაც ამ დროისათვის...
წინა სტატია ქუთაისის მერიისათვის ჯიპების შესაძენად რამდენიმე ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდა. ელექტრონულ ტენდერში ფიზიკურმა პირმა ალექსი გელაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც ქუთაისის მერიისათვის 2 მაღალი გამავლობის ავტომობილს შეისყიდის. ქუთაისის მერიამ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა და ყოველ ჯერზე ფასი გაზრდა.  ავტომობილების შესაძენად მერიამ თავდაპირველად 62 000 ლარი გამოყო, შემდეგ კი თანხა 69 ათას ლარამდე გაზარდა. ამჯერად ტენდერის სავარაუდო ღირებულება 74 000 ლარს შეადგენდა, თუმცა ხელშეკრულების...
სტატიის გაგრძელება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, საერთო სასამართლოების, აჭარის უმაღელსი საბჭოს, ბათუმის საკრებულოსა და მერიის, აგრეთვე, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდები გატეხეს. გატეხილია ქედის მერიისა და საკრებულოს საიტიც. ვებგვერდის გახსნისას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით: I'll be back (მე დავბრუნდები). შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაციას აზუსტებენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა. "პროექტის ფარგლებში ახალი გზა 4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. ასევე, პროექტი წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. ამჟამად მიმდინარე სამუშაოები გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს და 2020 წლის მარტში დასრულდება....
თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატებმა, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ოთხდღიანი ტრენინგი - "წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში“ გაიარეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი "მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობას. "მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც, მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს....
მოსკოვის გამზირზე, N36ბ და N36გ კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სკვერისთვის კეთილმოეწყო 2 300 კვ.მ ფართობის ტერიტორია და განთავსდა როგორც დასასვენებელი, ისე სპორტული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, საბავშვო გასართობი მოედანი და კომბინირებული სპორტული მოედანი. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ტერიტორიაზე მოეწყო ორი დასასვენებელი პავილიონი. ასევე, ფიტნეს ზონა, რომელიც ათ ტრენაჟორს მოიცავს. ამასთან, რეკრეაციული სივრცე შემოიფარგლა დამცავი ღობით, დაიდგა...
საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეიდან საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე  პარლამენტში იმსჯელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე სადავო და შეუთანხმებელ საკითხებზე უნდა იმსჯელონ. ინფორმაცას იმედინიუსი ავრცელებს. "ამ საკანონმდებლო ცვლილებების არსი საარჩევნო სისტემის შეცვლაა. შესაბამისად, ვიწყებთ ამ საკითხის იურიდიულ კომიტეტში განხილვას. ამ ცვლილებას საპარლამენტო ოპოზიციის მაღალი მხარდაჭერა დასჭირდება, რათა ჩვენ საარჩევნო სისტემა შევცვალოთ და ეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს“, - აცხადებს...
კომპანია "საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება, მიზეზი კი ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანიის ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს "ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას ისახავს. ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს დასრულდა. 4 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი, რომელიც დღემდე მოქმედებს, ბორჯომის სადგურიდან...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ფიქრობს რომ მეორე ვადით თბილისის მერობა არ სურს, რადგან დაიღალა. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა "კვირის თემაში" წამყვანის შეკითხვის პასუხად თქვა. კითხვაზე "აპირებს თუ არა კახა კალაძე მეორე ვადით მერობას", კახა კალაძემ უპასუხა: "დღეს რომ მკითხოთ, გულწრფელად გეტყვით რომ ვიტყვი "არა-ს". იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული. ძალიან...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების - სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. "დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ