საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, საერთო სასამართლოების, აჭარის უმაღელსი საბჭოს, ბათუმის საკრებულოსა და მერიის, აგრეთვე, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდები გატეხეს. გატეხილია ქედის მერიისა და საკრებულოს საიტიც. ვებგვერდის გახსნისას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით: I’ll be back (მე დავბრუნდები).
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაციას აზუსტებენ.