მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, 2020 წლისთვის, ბათუმის მერიაში იდეების მიღება დასრულდა. დარეგისტრირდა 30 იდეა. მათგან, საბოლოო გამარჯვებულ იდეებს კი, მოქალაქეები ხმის მიცემით გამოავლენენ. “ამ ეტაპზე ბათუმის მერია ახორციელებს იდეების პირველად ანალიზს, რომელიც ადგენს იდეების განხორციელების შესაძლებლობას ფინანსური და სამართლებრივი კუთხით. შემდეგ ეტაპზე კი, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, ღია სხდომაზე შეარჩევს 10 იდეას, რომლებიც ხმის მიცემის ეტაპზე გადავა. სხდომის შესახებ...
ბიძინა ივანიშვილი მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი, – ამის შესახებ ქართული  „ანტრეპრენერი“ (Entrepreneur Georgia) წერს, რომელმაც დღეს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. „იგი მზადაა, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას დამატებით გეგმავს იმ ექსკლუზივებში, რაზეც ინტერვიუში ნაწილობრივ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება გორის მუნიციპალიტეტის მერია მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტს დახურული კონკურსის წესით შეარჩევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კანდიდატს მოეთხოვება ორწლიანი გამოცდილება ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სფეროში და უმაღლესი განათლება. თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 900 ლარია. როგორც ცნობილია, დახურული კონკურსი გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული...
video
მარნეულში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე “შავი არხი“ ორი კვირის შემდეგაც გასაწმენდია. რადიო მარნეულის წერს, რომ წყალში მოტივტივე პლასტმასის ბოთლების და სხვა ნარჩენების გაწმენდა მოსახლეობას „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა დავით კიკოლაშვილმა 18 ოქტომბერს მისცა. რადიო „მარნეული“ კიკოლაშვილს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ ჟორდანიას ქუჩაზე არხის გაწმენდა ტექნიკით ვერ მოხერხდა, რადგანაც სამუშაო მანქანებისთვის ადგილი მიუვალია. ამ ეტაპზე, მელიორაციის სამსახური არხს ერთჯერადად...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი შენდება, რომელთაგან ერთი - სოფელ ფონიჭალაში მდებარე N81 ბაგა-ბაღი, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. ახალი ბაღების მშენებლობით აღსაზრდელთა რაოდენობა 2500-ით გაიზრდება და 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, დამატებითი კორპუსის მშენებლობაა. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი...
წინა სტატია შემდეგი სტატია 5 მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტს - „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ პირველი გამარჯვებული უკვე ჰყავს. 5 მუნიციპალიტეტიდან პირველი არჩევნები დაბა სურამში 3 ნოემბერს ჩატარდა და გამარჯვებული იდეაც გამოვლინდა. ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს ახალგაზრდების იდეას, რომ სურამში, რკინიგზის მიტოვებულ ტერიტორიაზე ბულვარი მოეწყოს. იდეის ავტორები დაბაში მცხოვრები ახალგაზრდები – მარიამ ბარბაქაძე, თამარ კიკნაძე და საბა ბარბაქაძე არიან და პროექტის სახელწოდებაა „ბულვარი -...
5-6 ნოემბერს ქუთაისში, მდინარე რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, შპს „ბლექ სი გრუპს“ ესაჭიროება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ224-კმ229 მონაკვეთზე, მდინარე რიონის ხიდზე ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა, რის გამოც, 5 ნოემბრის 21:00 საათიდან 6 ნოემბრის 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო...
სტატიის გაგრძელება გორის მუნიციპალიტეტის მერია 5 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ვაკანსიების ჩამონათვალი ასეთია: გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - თანამდებობრივი სარგო: 1 100 ლარი; მერის წარმომადგენელი ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში - თანამდებობრივი სარგო: 1 100 ლარი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თანამდებობივი სარგო: 900 ლარი; პირველადი სტრუქტურული...
წინა სტატია ქუთაისის მერიამ მაღალი გამავლობის ორი ჯიპი იყიდა. 2012 წლის გამოშვების, შავ და რუხი ფერის "TOYOTA RAV4"-ში ადგილობრივი თვითმმართველობა 71 880 ლარს გადაიხდის. ავტომანქანების შესაძენად მესამედ გამოცხადებულ ტენდერში ინდ.მეწარმე ალექსი გელაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც  შესყიდვის ერთადერთი მონაწილე იყო. მერიამ მაღალი გამავლობის ჯიპები უკვე შეიძინა, თუმცა, ჯერ არ იცის ვის სარგებლობაში უნდა იყოს ავტომანქანები. როგორც ქუთაისიპოსტს მერიაში უთხრეს, ჯიპების შეძენა ავტოპარკისთვის ხდება და მათ  საჭიროების მიხედვით...
წინა სტატია თეთრი ქვები, რომლებიც თეთრ ხიდზე უნდა განთავსებულიყო, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ეზოშია დალაგებული. როგორც "ნიუპრესმა" გაარკვია, 13 იმიტირებული ქვა, რომელიც თვეებია ღია ცის ქვეშ არის განთავსებული, დაზიანებულია. ა(ა)იპში განმარტავენ, რომ მათ ქვების მომავალი ბედის  შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ისინი ეზოში დროებით განთავსდა. თეთრი ქვები "თეთრის ხიდის" რეაბილიტაციის პროქტის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა.  ქვები ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა...
საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს ბორჯომის მუნიციპალიტეტი ექვს ადგილზე აცხადებს. განცხადებების შეტანის ბოლო ვადა 9 ნოემბერია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე ბორჯომის მუნციპალიტეტი ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე აცხადებს: მეორადი სტრუქტურული ერთეულის - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი - სარგო 1 600 ლარი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი - სარგო 1 600 ლარი; მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის...
აჭარის რეკლამა პოპულარულ, სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia.com იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას პორტალზე, რომელსაც ყოველთვიურად 675 მილიონი ვიზიტორი ჰყავს ბრიტანეთსა და გერმანიაში გეგმავს. გარდა ამისა, ბათუმში დასვენების მოწოდებითა და საიმიჯო ფოტოთი დაიბრენდება ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ჩასხდომის ბარათები, რომელსაც მგზავრები გერმანიისა და უკრაინის მიმართულებებზე გაეცნობიან. ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და ბელარუსში...
რეგიონებში მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სოფლების: ასურეთის, ვაშლოვანისა და ქალაქ თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა. ვიცე-პრემიერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს არსებულ პრობლემები და მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პრიორიტეტული საკითხები. საუბარი შეეხო წყალმომარაგებას, სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შიდა საუბნო საგზაო ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას. „ყველაზე მეტად,...
საგარეჯოს სოფელ უდაბნოში მზის პირველი ელექტროსადგურის ექსპლოატაციაში შესვლას, პროექტის განმახორციელებელი – "საქართველოს მზის კომპანია" მიმდინარე წლის ნოემბერში გეგმავდა, თუმცა ჯერ ობიექტის მშენებლობაც არ დაწყებულა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. როგორც "საქართველოს მზის კომპანიის" ერთ-ერთი მფლობელმა, "სოლარ ფაუერ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა თამაზ კაპანაძემ განაცხადა, პროექტის გაჭიანურება ძირითადად კომერციულმა საკითხებმა გამოიწვია, რადგან აღნიშნული ობიექტის ინვესტორებს საქართველოს მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (PPA) გაფორმებული...
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის დაგების სამუშაოები გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩის 3 000 კვ.მ-ზე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, ასევე ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. მათივე ცნობით, ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 38 000 კვ.მ...
4 ნოემბრიდან მდინარე ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივის ნაცვლად ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სენაკის მიმართულებაზე. სამუშაოთა წარმოების პერიოდი დაწყებიდან 19 თვის ვადით არის განსაზღვრული. ავტოტრანსპორტი საპატრულო პოლიციის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ