მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისს ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შეემატა.
6 ნოემბერს ახალი ავტობუსები N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს - N1, N31, N124 მარშრუტებზე. ხოლო 12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე იმოძრავებენ.
ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.
"ჩვენ წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით ავტობუსების დამატებით...
გუდაურში ზვავსაწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ განუცხადა, ზვავსაწინააღმდეგო სისტემის პროექტის ღირებულება 21 მილიონი ლარია, მისი მონტაჟი წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
"გუდაურში აბსოლუტურად ახალ ზვავსაწინააღმდეგო სისტემას ვაყენებთ. ესაა ევროპული სტანდარტების 21 მილიონიანი პროექტი. მშენებლობა გაგრძელდება ერთ წელი და მომავალ წელს დასრულდება. პროექტში შვეიცარელი ექსპერტები იყვნენ ჩართულნი. ამჟამად ჩამოსულები არიან ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც...
ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მოგეხსენებათ, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. ასევე, იგეგმება დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც შედის გათოვლიანების სისტემები, წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის. ამასთან, ბაკურიანში დიდველზე...
შიდა ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გორის სამხედრო ჰოსპიტალის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. "რადიო მოზაიკას" ინფორმაციით, ზურაბ რუსიშვილი ამ თანამდებობაზე საქმიანობას უკვე შეუდგა.
რუსიშვილი გუბერნატორის პოსტს შიდა ქართლის რეგიონში 3 წლის განმავლოპბაში იკავებდა.
2013 წელს დანიშნულმა სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა 2016 წლის მარტში პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ზურაბ რუსიშვილი პროფესიით ფინანსისტი და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია.
ის წლების განმავლობაში "ქართუ“ ბანკის გორის ფილიალის ხელმძღვანელად მუშაობდა.
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ახალი ვაკანსია გამოაცხადა. ღია კონკურსის წესით, უწყება უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს და მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლის ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს შეარჩევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პირველ შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო 900 ლარია, მოთხოვნებს შორის კი, უმაღლესი განათლება და 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებაა.
მეორე შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო 700 ლარია, მოთხოვნებს...
წინა სტატია
ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბაკურიანის და მიტარბის მოსახლეობას დაპირდა, რომ მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხს პარლამენტში დააყენებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ოთხ ნოემბერს ბორჯომის მერიასთან, მიწის დარეგისტრირების მოთხოვნით, აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შეხვდა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ბაკურიანელებსა და მიტარბელებს კუთვნილი მიწები დაუბრუნდებათ.
"მომავალ სესიაზე, სამშაბათს პოლიტიკური განცხადებების რეჟმს გამოვიყენებ და პარლამენტში...
ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისებისა და ზედამხედველობის სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ იდა ქვარაია, მიხეილ ჭკადუა და გიგა მელია 2 ნოემბერს თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსად იდა ქვარაია დაინიშნა. ადრე ამ პოზიციაზე რუსლან კილასონია მუშაობდა.
ის 2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა ქალაქ...
კანონიდან იმ მუხლის ამოღება იგეგმება, რომელიც დედაქალაქისა და სხვა მუნიციპალიტეტების გარკვეულ ადგილებში შენობა-ნაგებობების მშენებლობას კრძალავს.
შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია არიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი რედაქციით: ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბსა და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში დაუშვებელია შენობა-ნაგებობის (გარდა...
ხობის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 7 მებრძოლის საფლავზე ობელისკებს აღმართავენ. ადგილობრივმა მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 13 814 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სამუშაოები დროშის მილის დაბეტონებას და მემორიალის ბეტონით მოწყობას, ასევე, მემორიალზე ბუნებრივი გრანიტის და მარმარილოს ფილებს მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 28 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
კუს ტბის საბაგიროს აღდგენაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯრკომთან“ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულება 143 800 ლარია.
კომპანიამ საბაგირო გზაზე გამწევი და კუდის ბაგირი 120-დღიან ვადაში უნდა დაამონტაჟოს. შესაბამისად, საბაგიროს ფუნქციონირების დაწყება 2020 წლის პირველ მარტამდე იგეგმება.
საბაგირო მიმდინარე წლის ივლისში გაჩერდა, მისი აღდგენა კი, სატენდერო პროცედურების გამო გადაიდო. ბაგირის გამოცვლის მიზნით, გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა, მეორე ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიის შერჩევა კი,...
საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა "კვირის ინტერვიუ"
როგორ მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა 2013-14 წლებში, რატომ და ვის გამო შეჩერდა ის და რა პერსპექტივა აქვთ მუნიციპალიტეტებს დეცენტრალიზაციის გარეშე, ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" ისაუბრა.
"ჩვენი უბედურება ის არის, რომ დღესაც ილუზიაში ვართ, თითქოს, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება ცენტრალური ხელისუფლებიდან უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი", – ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველოში არის 3 500 დასახლება და დღესაც ილუზიაში ვართ, რომ ამ 3 500 დასახლების პრობლემის მოგვარება ცენტრალური ხელისუფლებიდან უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი, ვიდრე ადგილობრივების მხრიდან. ჩვენი...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Forbes-ის ჟურნალისტმა სტეფან რაბიმოვმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს ქართული ხელოვნება, საქართველოს მუზეუმები და გალერეები გააცნო.
სტატიის ავტორის თქმით, საქართველო მრავალსაუკუნოვანი კულტურით და ხელოვანების ახალი თაობით გამოირჩევა.
ამასთან, სტატიაში აღწერილია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც სტეფან რაბიმოვის თქმით, 300 000 უნიკალური ნივთი ინახება. ეს არის საქართველოს თეატრის, კინოს, ოპერისა და ბალეტის...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიის ავტოპარკი 370 ავტომობილს ითვლის, საიდანაც 105 ერთეული 2018 წელს არის გამოშვებული.
2018 წელს გამოშვებული მანქანების შეძენა მერიას ჯამში 5.6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, რაც, სავარაუდოდ, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის შექმნას უკავშირდება.
ასევე გაზრდილია მერიის მიერ საწვავში დახარჯული თანხებიც. მერიის ავტოპარკის საწვავით...
სტატიის გაგრძელება
"თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ ლარით გაიზარდა.
2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად მოიცვა დანამატის ის ოდენობა, რომელსაც 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა,"- 2017-2018 წლებში ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების...
აჭარის ტელევიზია, გადაცემა "თვითმმართველობის მიმართულებით"
რა ფუნქცია აქვთ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს, როგორ ვაქციოთ ისინი მოქალაქეებთან უკეთესი კომუნიკაციის ინსტრუმენტად, როგორ გავაძლიეროთ მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვით მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, - ამ საკითხებზე გადაცემაში "თვითმმართველობის მიმართულებით" ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, ქედის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი დავით ანანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და საქართველოს მედია-კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი საუბრობენ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































