აჭარის ტელევიზია, გადაცემა “თვითმმართველობის მიმართულებით”
რა ფუნქცია აქვთ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს, როგორ ვაქციოთ ისინი მოქალაქეებთან უკეთესი კომუნიკაციის ინსტრუმენტად, როგორ გავაძლიეროთ მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვით მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, – ამ საკითხებზე გადაცემაში “თვითმმართველობის მიმართულებით” ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, ქედის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი დავით ანანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და საქართველოს მედია-კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი საუბრობენ.