შიდა ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გორის სამხედრო ჰოსპიტალის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა

764

შიდა ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გორის სამხედრო ჰოსპიტალის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, ზურაბ რუსიშვილი ამ თანამდებობაზე საქმიანობას უკვე შეუდგა.

რუსიშვილი გუბერნატორის პოსტს შიდა ქართლის რეგიონში 3 წლის განმავლოპბაში იკავებდა.

2013 წელს დანიშნულმა სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა 2016 წლის მარტში პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ზურაბ რუსიშვილი პროფესიით ფინანსისტი და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია.

ის წლების განმავლობაში “ქართუ“ ბანკის გორის ფილიალის ხელმძღვანელად მუშაობდა.