თბილისში ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ვარსკვალავის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ყაზბეგის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს დაერქვა. მომღერლის სახელობის ქუჩის გახსნა ოფიციალურად მომავალ კვირას, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად იგეგმება. მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 2018 წლის 11 ივნისს, 56 წლის ასაკში ასაკში გარდაიცვალა.  მას გარდაცვალებამდე ვარსკვლავიც გაუხსნეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებს: ალექსანდრე მილორავას, რევაზ ხარაზს, გია ხალვაშს და ბეგლარ ფუტკარაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. საქმე ეხება, 15 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, სადაც აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. როგორც სამართალდამცავებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, ბრალდებულებმა 15 ნოემბერს, დილით, აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირება მოახდინეს, სადაც დაწესებულების თანამშრომლები ვერ...
დედაქალაქში A კატეგორიის 13 ათასზე მეტი ტაქსია რეგისტრირებული, მეორე ეტაპზე კი ქიმწმენდის 500-მდე ვაუჩერი გაიცა, - ამის შესახებ თბილსიის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. "საკმაოდ გაიზარდა A კატეგორიაში რეგისტრირებული მძღოლების ციფრი და ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე ეტაპი დავიწყეთ ვაუჩერების გაცემის და გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, ვიდრე იყო პირველ შემთხვევაში, იმ მოწოდებების შემდეგ რომელიც გაჟღერდა ჩვენ მიერ,...
წყნეთში, ოქროყანაში, ჭიჭინაძის, ოცხელისა და შველიძის ქუჩაზე მცხოვრებებს ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ბინები სიმბოლურ ფასად 26 ოჯახს გადასცეს. https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/424841131799553/
ბორჯომში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში წაყვანის, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის მომსახურებისთვის, მერია ტენდერს 7 200 ლარზე აცხადებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება არანაკლებ თვეში სამჯერ უნდა განახორციელოს, 2019 წლის 25 დეკემბრამდე. დოკუმენტებში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა მხოლოდ მერიის მითითებით უნდა მოხდეს, ამასთან საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. დაჭერილი ცხოველები...
საახალწლო ღონისძიებისთვის ტკბილეულის შესაძენად ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ 19 ნოემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 793 ლარია. ამის შესახებ სამხრეთ კარიბჭე წერს. პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ტკბილეული, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა იყოს შვიდი სახეობის: 1. შოკოლადი ბარი არაქისით; 2. შოკოლადის ბატონი ნუგითა და კარამელით; 3. შაქრიანი ნამცხვარი კარამელით; 4. რძიანი შოკოლადი ქოქოსის ნაზი რბილობით; 5. კრემიანი ვაფლი ტირამისუს გემოთი; 6. შაქარი, ბადაგი, ლიმონმჟავა, წითელი საღებავი, ხილის არომატიზატორი; 7. სასაჩუქრე...
ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა და ეზო კეთილმოეწყო. უახლოეს პერიოდში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. კეთილმოეწყო მინი სტადიონი წეროვანის დევნილთა დასახლებაში. მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, დაიწყო ღია სცენის მოწყობა სკვერში. მიმდინარეობს სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა წილკანის დევნილთა დასახლებაში. დასახლებაში მრავალფუნქციური დარბაზიც შენდება.
წინა სტატია ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირაში პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას  აცნობებენ. ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. საავტომობილო გზა რუსთაველის გამზირზე გახსნილია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბერიდან პარლამენტის პიკეტირება და პარლამენტის სხდომების ჩაშლა იგეგმება. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილის თქმით, ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ...
ფონიჭალაში 230 აღსაზრდელზე გათვლილი N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გახსნეს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ფონიჭალის აღნიშნულ დასახლებას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია. "თბილისთან შემოერთებულ დასახლებას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: შენობა უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია კამერები, რაც აღსაზრდელების მშობლებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ საკვების მზადების პროცესს, სააღმზრდელო ჯგუფებში...
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ორი ობიექტისთვის სტატუსის მინიჭების ინიციატივით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ: აჭარისწყლის ხიდი, გოდერძის უღელტეხილის, „მეტეოს“ უცნობი სასაფლაოები. სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 5 ნოემბრის №02/86 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი”, – აცხადებენ...
წინა სტატია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები მოეწყობა, - ამის შესახებ, დედაქალაქია მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე იყრებოდა და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქისთვის. შეიძლება ჩვენ, ქალაქის ცენტრში ვერ ვგრძნობდეთ ამ პრობლემას, თუმცა, სამგორის რაიონისთვის ეს არის ძალიან მწვავე პრობლემაა. ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, უკვე შემუშავებულია კონცეფცია. რამდენიმე დღეში...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაყვანილი მილსადენები დაზიანებულია და მათზე რამდენიმე ადგილზე არის თვითნებური დაერთებები გაკეთებული. კალაძის თქმით, დაზიანება სპეციალურმა რობოტმა გამოავლინა, რომელსაც მერია მილების ინსპექტირებისთვის იყენებს. კალაძის განცხადებით, ქალაქში ჩადენილი მსგავსი შემთხვევები გამოძიებული იქნება და საჯარო ინფრასტრუქტურის დამზიანებლებს აღნიშნულისთვის პასუხი მოეთხოვებათ. “თქვენ იცით, თუ რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს ქალაქში. ამის გამო არის საცობები, შეუძლებელია ნორმალურად...
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გია კვარაცხელია აცხადებს, რომ ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ახალ ბიზნესომბუდსმენს შორის შეხვედრისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა, პრემიერისგან მიიღო გარანტია, რომ ლილოში მეტროსადგურის პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს. ამასთან, კვარაცხელია თქმით, ერთ-ერთი მეტროსადგურის მშენებლობა „ლილო მოლის“ ტერიტორიაზეც იგეგმება. „მრავალი ჭორი გავრცელდა ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც რვა მეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ აღნიშნული...
მსოფლიოში სილამაზით გამორჩეული პატარა დასახლებების სიაში Thrillist.com სტეფანწმინდას ასახელებს. „არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე იშვიათად ქმნის ასეთ ჰარმონიას. თვალი აუცილებლად გაგექცევათ მეთოთხმეტე საუკუნის გერგეტის სამების ეკლესიისა და სამრეკლოსკენ, რომელიც დასახლებას მთის წვერიდან გადმოჰყურებს. მათ ფონზე კი, მთა ყაზბეგი მოჩანს. ბუნებრივი სილამაზის გარდა, სტეფანწმინდა შესანიშნავი ბანაკია ყაზბეგის ეროვნული პარკის ცხელი წყაროების, ჩანჩქერებისა და მჟავე ტბების დალაშქვრის მსურველთათვის“, – წერს გამოცემა სტეფანწმინდის შესახებ. ჩამონათვალში ასევე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევრალის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, ხანძარი ლიკვიდირებულია, აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში. ადგილზე მუშაობდა 45 მეხანძრე-მაშველი. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ,...
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების საკითხს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი და დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად მერია ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მუშაობს. ამასთან, კალაძის თქმით, მომდევნო კვირაში მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და დეველოპერებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვას გეგმავს, რათა მათთან განიხილოს ყველა ის პროექტი, რომელიც დასასრულებელია. „აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები. შევქმენით სპეციალური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ