აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ორი ობიექტისთვის სტატუსის მინიჭების ინიციატივით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ: აჭარისწყლის ხიდი, გოდერძის უღელტეხილის, „მეტეოს“ უცნობი სასაფლაოები.
სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 5 ნოემბრის №02/86 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი”, – აცხადებენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.