დედაქალაქში A კატეგორიის 13 ათასზე მეტი ტაქსია რეგისტრირებული, მეორე ეტაპზე კი ქიმწმენდის 500-მდე ვაუჩერი გაიცა, – ამის შესახებ თბილსიის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“საკმაოდ გაიზარდა A კატეგორიაში რეგისტრირებული მძღოლების ციფრი და ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე ეტაპი დავიწყეთ ვაუჩერების გაცემის და გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, ვიდრე იყო პირველ შემთხვევაში, იმ მოწოდებების შემდეგ რომელიც გაჟღერდა ჩვენ მიერ, დღეის მდგომარეობით 500-მდე ვაუჩერია გაცემული, როცა პირველ შემთხვევაში 87 ვაუჩერი გამოიყენეს მძღოლებმა მხოლოდ”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მერიისთვის მთავარია ტაქსებში იყოს სისუფთავე, მოწესრიგებულობა და მოქალაქეებმა იგრძნონ თავი კომფორტულად.
შეგახსენებთ, რომ თბილსიის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსის ბამპერებიც თეთრი უნდა იყოს. ესაბამისი ცვლილება ტაქსების რეგულირების წესში საკრებულომ 8 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.