სახელმწიფო აუდიტის ახალი ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2017-18 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 33 საგზაო ტენდერიდან 33-ვე შემთხვევაში გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, „საგზაო სამმართველო #1-მა“, „შარამ“ და „იბოლიამ“ გაიმარჯვეს, უმეტეს შემთხვევაში, უკონკურენტოდ, ამ ტენდერების საერთო სახელშეკრულებო ღირებულება კი 18.8 მილიონი ლარი იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის...
საქართველოს პარლამენტის შენობის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ეზოში, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო დახმარების და სახანძრო-სამაშველო მანქანები. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. დღეს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს, პოლიციის მობილიზებაც, სავარაუდოდ, ამ გეგმას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა განცხადებები გააკეთეს. კახა კალაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე, განაცხადა, რომ "ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს. ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების „გერმანული...
აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული გორის მუნიციპალიტეტის 2017-18 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, 2017 წელს 55.7 ათასი ლარით შეკეთებული შადრევანი მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა. როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები არასათანადოდ დაგეგმა. შადრევნის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიგეგმა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 106 ათასი ლარი. ტენდერი აპრილში გამოცხადდა, რომელშიც შპს ალიონმა გაიმარჯვა. სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა შადრევნის აღდგენა...
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტმა პოლონეთისგან მიღებული 68 354 ევროს გრანტი დროულად ვერ გამოიყენა, ამიტომ უკან დააბრუნებინეს. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტმა დამატებით 10 000 ლარიც იზარალა. აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2017 წელს საგრანტო შეთანხმების გაფორმებისას პოლონურმა მხარემ მოითხოვა, რომ შესაძლო პრობლემებზე მათთვის წინასწარ ეცნობებინათ, რაც გორის მუნიციპალიტეტმა არ გააკეთა. კერძოდ, გამგებელმა ისე მოაწერა შეთანხმებას ხელი, რომ არ ჰქონდა მთავრობის თანხმობა, რის გამოც პროცედურები...
გორის მერიამ 91 000 ლარი დახარჯა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი მაინც ვერ აშენდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, ორ შემთხვევაში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხო და დაუსრულებელია. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზარალის ასანაზღაურებლად....
წინა სტატია სტატიის გაგრძელება აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 278 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, კერძოდ კი რიკოთის უღელტეხილზე, შორაპანსა და არგვეთას შორის დაახლოებით 30 კმ სიგრძის მთავარი და მეორადი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის. რიკოთის უღელტეხილზე, აღნიშნულ მონაკვეთზე, საშუალოდ ერთი კილომეტრის გზის მშენებლობა $9,267 მილიონი დოლარი ანუ 27.5 მილიონი ლარი დაჯდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის...
წინა სტატია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის, თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატები არ დააყენოს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის"ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა" დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების "რეალური შანსი". კალაძის თქმით, პარტია გზას გაუხსნის ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს. „მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება "ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ოღონდ 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. „როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი...
სტატიის გაგრძელება თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. პარტიის გენერალურმა მდივანმა ბრიფინგზე თქვა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება. "როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ-დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი და დამწყები გიდებისთვის ახალ სატრენინგო პროგრამას იწყებს.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბათუმის ცნობილი შენობები, ეზოები და მათი ისტორიები, ბათუმი კინოში, ბათუმი და პიროვნებები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია ის ძირითადი თემებია, რომლის თეორიულ-პრაქტიკულ ლექციებზე დასწრებაც გარდა გიდებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტურიზმის დეპარტამენტში შეეძლება. ტრენინგის თემები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედი გიდების...
მეტეხის გვირაბებში 25-დან 29 ნოემბრამდე 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდგომარეობის შემოწმება იგეგმება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში. აქედან გამომდინარე, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. 25 და 26 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და...
უმრავლესობის სხდომის პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალე" საპროტესტო აქცია მართავს. ადგილზე მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში"-ს წევრებიც არიან. ისინი პროპორციული სისტემით ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ისინი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. მმართველი პარტიის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. უმრავლესობის სხდომა 10 საათზე დაიწყო და მას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის საარჩევნო...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ზესტაფონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სოფელ ცხრაწყაროში, პირველ და მეორე სვირში, წიფლავაკეში, ასევე კლდეეთი - კინოთის სასოფლო გზებზე ხორციელდება. გზების კეთილმოწყობის პროცესს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე, დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც გიორგი გოგლიჩიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა...
საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობა, მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა - ეს ის საკითხებია, რომელზეც 3 არასამთავრობო ორგანიზაცია და 1 საინიციატივო ჯგუფი "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით იმუშავებენ. მიზეზი, რის გამოც "ღია საზოგადოების ფონდისთვის" აღნიშნული პრობლემატიკა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა, ქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო...
წინამდებარე ბროშურა მომზადდა და გამოიცა პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ხელს უწყობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას წინამდებარე გამოცემის შინაარსობრივ მხარეზე. იხილეთ ბროშურის სრული ვერსია გამომცემელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საზოგადოების ცენტრალური ოფისი: ბონი და ეშბორნი პროგრამა „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ რუსთაველის გამზ. 42 0108 თბილისი, საქართველო T...
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. „გადავწყვიტე, საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოსთვის, რათა მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე. ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვაცილებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ