წინა სტატია მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ "წინ იდგა" და კვერცხების და ცოცხების სროლა არ უნახავს. მისივე თქმით, აქციაზე იმიტომ იდგა, რომ პროცესს მშვიდობიანად ჩაევლო, როგორც დღეს, ასევე გუშინაც, თუმცა, მისივე თქმით, გუშინ ჩამოსული აქტივისტები პროვოკაციისკენ იყვნენ მოწოდებულები. „მე აქციაზე იმიტომ ვიდექი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო. ამისთვის ვიყავით მოწოდებულები, არამარტო დღეს, არამედ გუშინაც, მაგრამ გუშინდელ დღეს მობრძანებული ახალგაზრდები პირდაპირ პროვოკაციისთვის იყვნენ...
გურჯაანის მერიაში საკადრო ცვლილებებია. ორშაბათს საკუთარი სურვილით თანამდებობა მერის მოადგილე, ლელა თევდორაშვილმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს. თევდორაშვილი ამბობს, რომ იგი ძველ სამსახურს დაუბრუნდება და კვლავ გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის თანამდებობას ჩაიბარებს. „მივიღე გადაწყვეტილება და დღეიდან ვტოვებ გურჯაანის მერის მოადგილის თანამდებობას, რომელსაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვიკავებდი. მუშაობას გავაგრძელებ ჩემს ძველ სამსახურში, გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორად,“ - განაცხადა...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია 5 მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტი - "ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის", რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს ინიციატივით, ჩეხურმა ორგანიზაციამ - "აგორამ" განახორციელა, დასრულდა და 5 საუკეთესო ახალგაზრდული პროექტიც გამოვლინდა. სპორტული მოედნები ტყიბულში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური გაჩერებები გარდაბანში, გასართობ-სათავგადასავლო პარკი ცაგერში, ახალი ბულვარი სურამში და თანამედროვე ტურისტული ცენტრი ჭიათურაში - ასეთია კონკურსში გამარჯვებული იდეების ჩამონათვალი,...
ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე,- ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანები არ დაზიანდნენ. "ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა...
გორის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 11 თვეში 2 765-ით შემცირდა, - რადიო მოზაიკა წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. 2019 წლის იანვრის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში დახმარებას 20 009 იღებდა, ნოემბრის მონაცემებით კი - 17 244. კლების ტენდენცია თვალში საცემი ივნისის თვის შემდეგ გახდა. მაისის ჩათვლით, პირიქით, ზრდის ტენდენცია იყო. იანვრის შემდეგ, მაისის მონაცემებით, სოციალური დახმარება 630 ადამიანით...
მცხეთაში, მერიის შენობასთან, სადაც დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისიც მდებარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას მართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი აპროტესტებენ ამ ადგილას გუშინ, ორშაბათს მომხდარ ძალადობას ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედეს” წევრების წინააღმდეგ. შენობასთან შეკრებილები არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები. ოპოზიციის ლიდერების სიტყვით გამოსვლები შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციის კორდონია განთავსებული, მიუხედავად ამისა, რამდენიმეჯერ დაპირისპირება მაინც მოხდა. "ოცნების“...
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატარია Facebook-ზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება. „ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. გუნდში რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე წასვლის შესახებ, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს...
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე სამისამართე აბრების დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "თბილისის საკრებულომ 2005 წელს, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის მონაკვეთს ზურაბ ჟვანიას სახელი მიანიჭა, თუმცა ქუჩაზე სამისამართე  აბრები ამ დრომდე განთავსებული არ იყო. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ,  მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე აბრები  მიმდინარე წელს დაამონტაჟა. სამწუხაროა, რომ აღნიშნული აბრები დღეს მიზანმიმართულად  დააზიანეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია,...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული და ინფრასტრუქტურის კომისიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც კომისიაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტი ერთჯერადად 400 ლარით დაეხმარება 4 შვილიან ოჯახებს. დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე ბავშვიანი ოჯახები. "ეს არის ერთჯერადი დახმარება რომელსაც ყველა ოჯახი მიიღებს, განურჩევლად სოციალური სტატუსისა", - თქვა მერიის წარმომადგენელმა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ ფრაქციის “ძლიერი გორი“ ერთ-ერთი წევრის ბექა ქორჩილავას ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. როგორც რადიო მოზაიკა წერს,  ქორჩილავა ლომჭაბუკის სკვერისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა, რასაც კომისიის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. როგორც დეპუტატებმა იმსჯელეს, აღნიშნულ სკვერს მოსახლეობა "ლომჭაბუკის" სახელით იცნობს და სხვა სახელის დარქმევა გადაფარვა გამოვა. კომისია მოამზადებს დოკუმენტს, სადაც განმარტავს,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სტაჟირების გავლას სთავაზობს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრებს, ასევე  - მაგისტრებს.  სტაჟირების გასავლელად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კანდიდატთა შესარჩევად უკვე ითანამშრომლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.  ამ ეტაპზე, შერჩეულია 12 კანდიდატი, რომლებიც...
"GWP-მა“ გლდანში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. "პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 700 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ამასთან, კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს - ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულებსა და სახანძრო ჰიდრანტებს დაამონტაჟებს", - ნათქვამია "GWP-ს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნული პროექტი 27 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნათია ტატიშვილმა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ორგანიზატორების ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციად იქცა სამშენებლო-შემსრულებელ...
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ გაერთიანებაში პოლიცია მუშაობს. ამ დროისთვის სამართალდამცველების მიერ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს, მათ შორის, ა(ა)იპ-ის უფროსის მოადგილის მამუკა მღვდელაძის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ქუთაისის მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, პოლიციის ადგილზე მისვლის მიზეზი ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი გახდა. კერძოდ, მათი ცნობით, ტელეკომპანია "მთავარის" კორესპონდენტი ემა გოგოხია ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშაო ოთახში დაუკითხავად შევიდა, დოკუმენტები გადმოყარა, შემდეგ კი არეული ოთახი გადაიღო.
წინა სტატია ქობულეთის მერიის შენობაში დაპირისპირება გრძელდება. "უნამუსო „ზონდერები“ და განგსტერები ხართ", - ასე მიმართავენ დაპირისპირებულიმხარეები ერთმანეთს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ქობულეთის მერიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მივიდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მის თანაგუნდელებს ქობულეთის საკრებულოში მუშაობის შესაძლებლობა ერთმევათ. თავის მხრივ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ოპონენტებს განუცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მუშაობაში ხელი არ ეშლება და ისინი პროვოკაციას...
აზიის განვითარების ბანკმა (ADB), მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის (ექვივალენტი ევროში) სესხი დაამტკიცა პროგრამისთვის, რომელიც საქართველოს ქალაქებს ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებაში დაეხმარება. აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბანკის სტრატეგიის ნაწილია და განვითარებადი წევრი ქვეყნების ქალაქების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. „ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა არათანაბრად მიმდინარეობდა, რამაც სამუშაო ადგილების პოვნისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ