გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული და ინფრასტრუქტურის კომისიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც კომისიაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტი ერთჯერადად 400 ლარით დაეხმარება 4 შვილიან ოჯახებს. დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე ბავშვიანი ოჯახები.
“ეს არის ერთჯერადი დახმარება რომელსაც ყველა ოჯახი მიიღებს, განურჩევლად სოციალური სტატუსისა”, – თქვა მერიის წარმომადგენელმა.