ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ გაერთიანებაში პოლიცია მუშაობს

548

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ გაერთიანებაში პოლიცია მუშაობს. ამ დროისთვის სამართალდამცველების მიერ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს, მათ შორის, ა(ა)იპ-ის უფროსის მოადგილის მამუკა მღვდელაძის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ქუთაისის მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, პოლიციის ადგილზე მისვლის მიზეზი ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი გახდა. კერძოდ, მათი ცნობით, ტელეკომპანია “მთავარის” კორესპონდენტი ემა გოგოხია ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშაო ოთახში დაუკითხავად შევიდა, დოკუმენტები გადმოყარა, შემდეგ კი არეული ოთახი გადაიღო.