საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ. 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტში ასიგნებები 14 მილიარდ 432 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტში მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების მნიშვნლოვანი ნაწილი გაითვალისწინა. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მთავარი ნაწილი სოციალური მიმართულების ხარჯებია. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხელფასები ეზრდებათ როგორც პედაგოგებს, ისე ჯანდაცვის მუშაკებსა და...
კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ახალი გზა საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ „გოდერძიზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამასთან, ახალი საავტომობილო გზა კურორტზე ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე კურორტ „გოდერძიზე“ 150...
ჩვენ მიერ შეთავაზებული მრავალმანდატიანი მაჟორიტარული კომპონენტი ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი დიდი პარტია, არსებული თუ მომავალი, ვერ წაიღებს 73 მანდატის ნახევარს, წაიღებს უფრო ნაკლებს, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს, რომ 73 პარლამენტის წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, მაგრამ არა ერთმანდატიან ოლქებში, სადაც თითო კაცი თითო მოწინააღმდეგეს უპირისპირდება, არამედ მრავალმანდატიან ოლქში. "მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს,...
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიანი, რომელიც ადგილობრივი ფირმის „დანონის“ ხელმძღვანელია, 24 ნოემბერს სოხუმში, საღამოს ექვსი საათისთვის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის სამართალდამცავებმა პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს. საქმეზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული. არტურ ანქვაბი წარსულში დეფაქტო შსს-ს მილიციის სკოლას ხელმძღვანელობდა, გასულ წელს კი ჯანმრთელობის...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კვლევის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა, 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის სამი კვარტლის ჩათვლით, თბილისზე ნაწილდება, ხოლო ყველაზე მცირე მოცულობა გურიის რეგიონზე. კვლევის შედეგებზე „ინტერპრესნიუსს“ ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი ესაუბრა. „კერძოდ, 2019 წლის სამ კვარტალში ქვეყანაში შემოსული 909 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 570 მილიონზე მეტი მხოლოდ თბილისზე მოდის. თბილისის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დღეს ჟენევაში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად განიხილავს. მოლაპარაკებათა 50-ე რაუნდი 11 დეკემბერს შედგება, თუმცა მანამდე, შეხვედრა დღეს თანათავმჯდომარეებთან გაიმართება. მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. 12 დეკემბერს ჟენევაში უკვე დაინიშნა ქართული მხარის სპეციალური ბრიფინგი. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ჟენევის შეხვედრაზე მიიღებენ პასუხს, კონკრეტულად...
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. აქციების შესახებ გეგმები ოპოზიციის ლიდერებმა „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე დასახეს. ოფისიდან გამოსვლის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პიკეტირება პარლამენტში მოსამართლეების საკითხის განხილვას დაემთხვევა. კომენტარები სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც გააკეთეს. „აქტიურობა გაგრძელდება, რადგან ხელისუფლების მიმართ ერთი მისხალი ნდობა არ არის“, - აღნიშნა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ხალხის ხმა პარლამენტს უნდა...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას განიხილავს და გადაწყვეტილებას საზოგადოებას სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გააცნობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა მზად არის, განიხილოს ყველა თემა, რომელიც თანხმობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. „უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მესამე საკითხი იყო გუშინდელი შეხვედრის თემა, რომელიც გაიმართა ჩვენი საერთაშორის პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით და მათი შუამდგომლობით, მათი...
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდში შეთანხმება შედგება, შეთანხმების საგანს კი რამდენიმე დღეში გააცნობენ საზოგადოებას. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს შეთაბხმება იმის საფუძველი გახდება, რომ დიმიტრი ხუნდაძე თავის ინიციატივასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებს. „დღეს ვისაუბრეთ სამ თემაზე-პირველი თემა შეეხებოდა ჩვენს შეთავაზებას მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ამერიკულ სისტემაზე გადასვლაზე ხელმოწერების შეგროვებას...
საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ოპოზიციის მიერ ე.წ გერმანულ მოდელზე შემუშავებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია. რადგან დეპარტამენტმა კანონპროექტის განხილვის გაგრძელება მიზანშეწონილად მიიჩნია, ესე იგი დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ ის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, სხვა შემთხვევაში დეპარტამენტი მის განხილვას შეაჩერებდა. ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრაქტიკის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი უარყოფით დასკვნას წერს და არ აგზავნის განსახილველად. ოპოზიციის მიერ შემუშავებულ...
გორში თამარ მეფისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ.  მძღოლები ტაქსების კომპანიისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ 1 კმ ფასი საკმაოდ მიზერულია იმ თანხასთან შედარებით, რასაც ანაზღაურების სახით იღებენ. მათი თქმით, ყველაზე იაფად გორში ტაქსი ,,მაქსიმი" მუშაობს, ის 1 კმ მანძილზე 80 თეთრს იღებს. "ყველაფერი გაძვირდა, ძალიან ბევრი ხარჯს გვაქვს. კილომეტრზე 1 ლარი სასაცილო ტარიფია ამ...
ქუთაისში, "ქართული ოცნების"  აქტივისტების მიერ კვერცხებითა და საღაბევებით დასვრილ შენობების ფასადებს ქუთაისის მერია დაასუფთავებს.  ეს დავალება ადგილობრივმა ხელისუფლებამ კულუტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მიიღო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საუბარია, ცისფერყანწელთა ქუჩაზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისზე, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა 29 ნომებერს გამართულ აქციაზე კვერცხები დაუშინეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან კულტურული...
საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, სადავო ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერს. დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეფასდებოდა იმ შემთხვევაში, სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხზე ბუნდოვანება რომ იყოს, არსებულ ვითარებაში კი წამოჭრილი წინადადებით დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილების საკითხი ეჭვქვეშ დგება. „გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ კვლავ გადაუჭრელად რჩება დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ...
2020 წელს ქუთაისში ტროტუარებისა და ქუჩების სავალი ნაწილის პერიოდული შეკეთებისათვის 660 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი NAT190023779 ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 29 დეკემბერს დაიწყება და მომდევნო წლის 3 იანვარს დასრულდება. გამარჯვებული კომპანია 2020 წელს  ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით, ბეტონისა და გრანიტის ფილებით პერიოდული შეკეთებითი სამუშაოების მთელი წლის განმავლობაში შეასრულებს. სატენდერო პირობების თანახმად,  ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით პერიოდული...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ყოველთვიურ ანაზღაურებაზე 2 მილიონ 290 000 ლარია განსაზღვრული. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, წინა წლებთან შედარებით სახელფასო ფონდი არ გაზრდილა. ,,მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ადმინისტრაციული ხარჯები არცერთ მუხლში არ არის გაზრდილი თანხები. პირიქით შემცირდა 20 000 ლარით. ისე როგორც გასულ წელს, სახელფასო ფონდი...
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საპრივატიზებო რუკის მიხედვით, გურჯაანში 6 ადგილის პრივატიზება იგეგმება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. სააგენტოს მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხეში 4 799 კვ.მ ტერიტორიაზე მოეწყობა სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი კი 14 397 ლარია. საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა სოფელ გურჯაანში 46 226 კვ.მ ფართობი, რომლის დანიშნულებაა სავაჭრო/სასაწყობე ობიექტის მოწყობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი260 530...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ