გორში თამარ მეფისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. მძღოლები ტაქსების კომპანიისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ 1 კმ ფასი საკმაოდ მიზერულია იმ თანხასთან შედარებით, რასაც ანაზღაურების სახით იღებენ.
მათი თქმით, ყველაზე იაფად გორში ტაქსი ,,მაქსიმი” მუშაობს, ის 1 კმ მანძილზე 80 თეთრს იღებს.
“ყველაფერი გაძვირდა, ძალიან ბევრი ხარჯს გვაქვს. კილომეტრზე 1 ლარი სასაცილო ტარიფია ამ რეალობაში. ველოდებით ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, თუ არ გაზრდიან ტარიფს, არ ვიმუშავებთ”, – ამბობენ მძღოლები.