საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 14-15 დეკემბერს ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამუშაოების წარმოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, დაგეგმილია, ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, კლდის მასის ჩამონგრევა. სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 14 და 15 დეკემბერს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის...
კახეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება ეტაპობრივად განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მუნციპალიტეტებმა ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავეს. სეპარაციის დაწყებას ადგილობრივ თვითმმართველობას კანონი ავალდებულებს. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხი 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინეს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ურნებისა და ტექნიკის შეძენა. პარალელურად განხორციელდება მოსახლეობის ინფორმირებულობაც. ამ ეტაპზე ყველა სახის ნარჩენი ერთად გროვდება და რეგიონის რამდენიმე ნაგავსაყრელზე იყრება.
"თიბისის" და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში  1 300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგა. "თიბისის" მიერ ქალაქისთვის შეძენილი ხეებით თაყაიშვილისა და ალექსიძის ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთი გამწვანდება. გამწვანების აქცია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერმა - კახა კალაძემ,  საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, "თიბისი" ბანკის გენერალურმა დირექტორმა - ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს. 1 300 ხის დარგვა ერთადერთი ინიციატივა არ არის,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ მხარი დაუჭირეს. სასესხო შეთანხმება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო კონსულტაციები აზიის განვითარების ბანკთან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი) გაუმჯობესების...
video
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ვასილისა ჯაბახიძემ ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მან გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი გელა კაპანაძე ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ამის საილუსტრაციოდ ჯაბახიძემ სქემა წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ ბიუჯეტის 95% სახელფასო ანაზღაურებაში იხარჯება. ამათ შორის კი, ყველაზე დიდი თანხა შტატგარეშე თანამშრომლების დასაფინანსებლად მიდის.
პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილი "ქართული ოცნების" შეთავაზებას, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, სასაცილოს უწოდებს. მისი თქმით, უმრავლესობის ახალი იდეის კორექტულად შეფასებისათვის სიტყვებს ვერ პოულობს. როგორც ჩუგოშვილი ამბობს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივით მომავალი არჩევნების მოგების გარანტია შეიქმნა. "მე და ჩემი კოლეგები ვამბობდით, რომ ზუსტად იმის გამო, რომ არჩევნების ჩატარების მომენტიდანვე...
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება უკანასკნელ დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტების თაობაზე. "მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი...
10 გარემოვაჭრე ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მიმდებარედ ახალი წლის დღეებში საახალწლო ბაზრობის გასამართად ნებართვას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საახალწლო ბაზრობის მოთხოვნით, გარემოვაჭრეები დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და თორნიკე რიჟვაძეს ნებართვის მისაღებად მერთან შუამდგომლობა თხოვენ. აქციის დროს ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა რის გამოც მთავრობის სახლთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ვიდრე მთავრობის თავმჯდომარისა და მერიისგან პასუხს არ...
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ახალგორში (ლენინგორი) განიხილავენ დეფაქტო ხელმძღვანელის, ვიტალი მამიტოვის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომლის მიხედვით, ბინებს ჩამოართმევენ იმ მფლობელებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. საქმე ეხება ახალგორში მდებარე სამ კორპუსში არსებულ ბინებს, რომელიც ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ცარიელია. აღნიშნულის შესახებ ცხინვალში საგანგებო ბრიფინგი დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტში გაიმართა. ბრიფინგს ახალგორის დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...
სკოლებს, ბაღებს და სპეციალიზებულ დაწესებულებებს ვალდებულება ექნებათ, რომ მასში დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური ინფორმაცია შს სამინისტროს მიაწოდონ. პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონპორექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. აღსანიშნავია, რომ პირველი მოსმენით დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში ჩანაწერი, დასაქმებული პირების შესახებ შსს-სთვის ინფორმაციის გადაცემის ვალდებულების თაობაზე, არ ყოფილა. როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა, შს მინისტრის...
წინა სტატია აღსანიშნავია შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, საზოგადოება ფეხებზე გვკიდია, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას. ბოკერია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვს და არც ექნება. „რა მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს? რა საკონსტიტუციო ცვლილება? არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, ორი წელია მიმდინარეობს, დასრულდა. მისი გახსნის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. მუნიციპალური განვითარების ფონდში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ამჟამად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს და ბაღის გახსნის თარიღი ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მერიის ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავას ამბობს, რომ სამუშაოები განრიგის მიხედვით მიმდინარეობდა და არანაირ...
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 მილიონ ლარს აღწევს. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული მიმართულება 7 მილიონი ლარით დაფინანსდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ,,ინფრასტრუქტურის მიმართულებაში შედის გზები, წყლების და სხვა პროექტების და სისტემების მოვლა-შენახვა. ესენია: საგზაო, სანიაღვრე აეხები, წყალმომარაგება, ამხანაგობების პროგრამების დაფინანსება, გარეგანათება და სხვა”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა. მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით მომავალ...
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ წარმოადგინა. ანგარიშის წარდგენას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მანანა ნარიმანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. 2019 წლის განმავლობაში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდა....
ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 835 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ავტორები ამბობენ, პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურაა, რომლისთვისაც 4 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვების შედეგად შენიშვნები აქვთ მოქალაქეებს. შენიშვნები, ბრალდებები და პრეტენზიების აქვს ოპოზიციასაც. შენიშვნები ეხებოდა ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ტრანსპორტირების პრობლემას, წყლის სისტემის მოწესრიგებას და მოიალაღე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამას. მაგალითად, სოფელ ვაიოს...
წინა სტატია შემდეგი სტატია ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა გრძელდება. დღეს დაცვის მხარის წარმომადგენლები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით ბოლოჯერ წარდგებიან. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი მოსამართლე დავით მამისეიშვილი, სავარაუდოდ, 24 დეკემბერს გამოიტანს. ბათუმის ყოფილ მერი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი პროექტ "იაფი სახლის" საქმეზე  დააკავეს, პროკურატურა მათ დაახლოებით მილიონ ოთხასი ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. საქმეში ბრალდებული სხვა ოთხი მაღალჩინოსანი მოსამართლემ რამდენიმე თვის წინ სასამართლო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ