საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 14-15 დეკემბერს ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამუშაოების წარმოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, დაგეგმილია, ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, კლდის მასის ჩამონგრევა. სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 14 და 15 დეკემბერს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,”-აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში.