გორში ,,ნაცმოძრაობის” ბრიფინგი: კულტურის ცენტრის ხარჯები

958

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ვასილისა ჯაბახიძემ ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მან გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი გელა კაპანაძე ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

ამის საილუსტრაციოდ ჯაბახიძემ სქემა წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ ბიუჯეტის 95% სახელფასო ანაზღაურებაში იხარჯება. ამათ შორის კი, ყველაზე დიდი თანხა შტატგარეშე თანამშრომლების დასაფინანსებლად მიდის.