10 გარემოვაჭრე ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მიმდებარედ ახალი წლის დღეებში საახალწლო ბაზრობის გასამართად ნებართვას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საახალწლო ბაზრობის მოთხოვნით, გარემოვაჭრეები დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და თორნიკე რიჟვაძეს ნებართვის მისაღებად მერთან შუამდგომლობა თხოვენ. აქციის დროს ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა რის გამოც მთავრობის სახლთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ვიდრე მთავრობის თავმჯდომარისა და მერიისგან პასუხს არ მიიღებენ ისინი არ დაიშლებიან.