თბილისის ბიუჯეტი ნამდვილად უპრეცედენტოდ მაღალია - ჯამში თბილისზე დაიხარჯება მილიარდ 300 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ განაცხადა.
მან ისაუბრა თბილისის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, რომელსაც დღეს თბილისის საკრებულოს კომისიები განიხილავენ, ხოლო ხვალ უნდა დამტკიცდეს.
„როდესაც ოპონენტები საუბრობენ, რომ თითქოს მანამდე გვქონდა მეტი ბიუჯეტი, კი, შარშან უფრო მეტი დაიხარჯა ფაქტობრივად,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
,,2019 წელი დიდი გამოწვევის წელი იყო ფონდისთვის. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი ისტორიულად ყველაზე მაღალი იყო მიმიდინარე წელს, ასევე, პროექტების რაოდენობით და მრავალფეროვნებითაც გამორჩეული გახლდათ. ფონდის აქტივობა გადანაწილებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და მრავალი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ინფრასტუქტურულ პროექტებს მოიცავს....
წინა სტატია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, ალექსანდრე მოწერელიამ იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც 2019 წელს მოხდა, ასევე ყურადღება გაამახვილა 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მისი განცხადებით, 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის...
27-29 დეკემბერს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება, რომელზეც სიახლეებითა და ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები.
წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 20:00 საათამდე საშუალება ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციები....
წინა სტატია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთში თევზის სუნის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს სამართლიანი უწოდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პრობლემა კომპლექსურია და მოსახლეობის მოთხოვნები ისე უნდა დაკმაყოფილდეს, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანი, თუმცა ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ეს დარგი, თევზჭერა, თევზის გადამუშავება, სადაც დასაქმებულია უამრავი ადამინი, ასევე მნიშვნელოვანი თანხა შედის ბიუჯეტში. ამ...
ცხინვალის, ზნაურის, ჯავისა და ახალგორის რაიონების ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრები ზამთრის თბილ ამინდებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ოსური მედიაზე დაყრდნობით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სააგენტოების ცნობით, ხანძრის კერები გაჩნდა ახალგორის რაიონის სოფელ რაზდახანისა (მოსაბრუნი) და ცოლდის სიახლოვეს, ასევე, ცხინვალის რაიონის სოფლების: კუსრეთში, ფრისსა და თირის მიმდებარედ, ასევე ზნაურის რაიონის სოფელ სხლებთან.
,,ცეცხლი ხე-ბუჩქნარსა და ბალახებს გაუჩნდა. იმის გამო, რომ მიუვალ ადგილებში
ეკიდა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი საერთო თანხა შეადგენს 33 549 942 ლარს. ბიუჯეტი 24 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
"თქვენთვის ცნობილია, რომ მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აღმასრულებელი ორგანოს ერთობლივი პრინციპით შევადგინეთ 2020 წლის გეგმა და 2021, 2022 და 2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საპროგნოზო მაჩვენებელი. ამ შედეგებიდან გამომდინარე, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 33 549 942...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზუგდიდში გზების შეკეთების პროცესი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოებს, ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ აწარმოებდნენ 2017 წელს და გაგრძელდება მომდევნო - 2020-21-22 წლებშიც. მისი თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასთან და არ ეხება მომავალი წლის პარლამენტის არჩევნებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
გადათხრილი ქუჩები ახსენეს დღეს ტექნოპარკში მისულმა მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა, რომლებმაც გააპროტესტეს სახელწმიფო რწმუნებულის...
ზუგდიდში, მუსიკალური სკოლის შენობის გვერდით სოციალური კარადა კვლავ დადგეს. ის საქველმოქმედო აქციის "გააზიარე სითბოს" ფარგლებში, მერიის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის'' თანამშრომლებმა მოაწყვეს. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
აქ მოქალაქეებს როგორც სხვადასხვა ნივთების აღება, ასევე მოტანა შეუძლიათ.
ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მალაშხიამ რადიო "ათინათს“ უთხრა, რომ აქციის სლოგანია: ,,ვისაც გაქვს გაიღე, ვისაც არ გაქვს აიღე" და ის მეორე წელია ტარდება.
სოციალური კარადა 15 იანვრამდე დარჩება.
სტატიის გაგრძელება
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს მუშაობის ანგარიშის წარდგენაზე, რომელიც ტექნოპარკში მიმდინარეობს, თხილი და კაკალი მიიტანეს. ამასთან, მათ ხელში ტრანსპარანტი უჭირავთ წარწერით: #შეცვალე უსაქმური გუბერნატორი. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს რადიო ათინათი ავრცელებს.
აქციის მონაწლეები ამბობენ, რომ ასახელმწიფო რწმუნებული არაფერს აკეთებს, ზუგდიდი კი ახალ წელს გადათხრილი ქუჩებით ხვდება.
"გადათხრილია ქუჩები და რისი ანგარიში უნდა წარადგინოს ამ ადამიანმა, არ ვიცი,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის საკვებით უზრუნველყოფის სისტემის დანერგვას ითხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ, ეწვიეთ ვებ-პორტალს Initiative.ge
აღნიშნული ინიციატივის შესახებ ვრცლად იხილეთ ვიდეოში:
https://www.youtube.com/watch?v=8T7FwY5gGGs
გურჯაანის მუნიციპალიტეტში შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ამასთან წერს მასაც, რომ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, ინიციატივას მხარი დაუჭიროთ, ვებ-პორტალს Initiative.ge-ს ეწვიოთ.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ ვრცლად იხილეთ ვიდეოში:
https://www.youtube.com/watch?v=MFw0WWthJnw&feature=emb_title
სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, დაბა ასპინძას მთავარი საახალწლო ნაძვის ხე არ ექნება. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მცირე ბიუჯეტი აქვთ, ამიტომ უპირატესობა სოციალური პროგრამების დაფინანსებას მიანიჭეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ვხვდებით მოკრძალებულად ახალ წელს, როგორც მოკრძალებული რაიონი. საზეიმოდ ნაძვის ხეს მაშინ ავანთებთ, როცა ვიყიდით. წელს სოციალურ პროგრამებს მივანიჭეთ უპირატესობა“, – ამბობს მერის მოადგილე ლევან ბერიძე.
მისი თქმით, ასპინძაში საახალწლო ნაძვის ხე...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 5 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტერიტორია მდებარეობს კულტურული ძეგლების ინდივიდუალურ დამცავ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკვეთის განაშენიანება მოხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.
საპრივატიზაციო ობიექტის საწისი ფასი 427 000 ლარია, 2 000 ლარიანი ბიჯით.
ელექტრონული...
წინა სტატია
ქუთაისის "ტორპედოს" თანამშრომლებმა, მხარდამჭერებმა და ბაზაზე არსებული ბავშვთა აკადემიების ფეხბურთელებმა და მშობლებმა მერიასთან აქცია გამართეს. ისინი "ტორპედოში" არსებულ პრობლემებს აპროესტებენ.
აქციის მონაწილეები მერიისგან ახალი ინვესტორის მოსვლასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას და გაცემული დაპირებების შესრულებას მოითხოვენ. მათი თქმით, მერია დაპირდათ, რომ ხელფასები წინა დღეებში დარიგდებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.
"მერია გვეუბნება, რომ ახალი ინვესტორი ნამდვილად არსებობს და რომ ხელფასები გაიცემოდა, მაგრამ...
მოუწესრიგებელი გზა სოფელ განთიადში. დავითაძეების ოჯახი დახმარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, პრობლემის შესახებ უწყება ინფორმირებულია, თუმცა მის გადაჭრას არავინ ცდილობს. რას ითხოვენ აქ მცხოვრებლები? და რას პასუხობს მათ მოთხოვნებს ხელვაჩაურის მერია? სიუჟეტიდან გაიგებთ.სოფელ განთიადში მცხოვრები გვიყვება, რომ ეს პრობლემა უკვე სამი წელია აწუხებთ. სოფიო ტაკიძის თქმით, უამინდობის დროს მეწყრულ პროცესებთან ერთად, გზის სავალი ნაწილიდან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































